საინტერესო გამოცანა სიკვდილმისჯილებისთვის

0
773
loading...

საინტერესო გამოცანა სიკვდილმისჯილებისთვის

ერთ ქვეყანაში ასეთი კანონი არსებობდა: ყველას, ვისაც სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა, შანსს აძლევდნენ. პატარა ყუთში ორ ფურცელს აგდებდნენ.

პირველს ეწერა ”სიკვდილი”, მეორეს ”სიცოცხლე”. თუ ადამიანს გაუმართლებდა და მეორე ფურცელს იღებდა, ათავისუფლებდნენ, ხოლო თუ ”სიკვდილს” ამოიღებდა, კლავდნენ.

ერთმა ადამიანმა უამრავი მტერი გაიჩინა, რომლებმაც მისი სასიკვდილო განაჩენი მოითხოვეს. მტრებს უნდოდათ, იგი სიკვდილით დაესაჯათ, ამიტომ ”სიცოცხლის” ფურცელი ”სიკვდილით” შეუცვალეს. ამრიგად, მსჯავრდებულს გადარჩენის შანსი აღარ ჰქონდა, რომელი ფურცელიც უნდა ამოეღო, ორივეზე \”სიკვდილი\” ეწერა.

საბედნიეროდ, სიკვდილმისჯილს მეგობრებიც ჰყავდა. სწორედ მათ უთხრეს შეთქმულების შესახებ და მოითხოვეს, მას მტრები დანაშაულში ემხილა. თუმცა, მსჯავრდებულმა ყველას გაჩუმება ურჩია. მოვიდა სასამართლოს დღე, მოსამართლეებმა ყუთიდან საბედისწერო ფურცლის ამოღება უბრძანეს. მსჯავრდებულმა ფურცელი ამოიღო და… იგი გაათავისუფლეს.

ყველას აინტერესებდა, როგორ მოახერხა მსჯავრდებულმა გამოუვალი სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა…

პასუხი

მსჯავრდებული ბრძნულად მოიქცა, მან მშვიდად ამოიღო ყუთიდან ერთი-ერთი ფურცელი, არავის ანახა, რა ეწერა მასზე და… გადაყლაპა. მოსამართლეები გაოცებულნი დარჩნენ მისი საქციელით. მათ ყუთიდან ამოიღეს მეორე ფურცელი, რომელსაც ”სიკვდილი” ეწერა და გაათავისუფლეს მსჯავრდებული, რადგან მიიჩნიეს, რომ შეჭმულ ქაღალდზე ეწერა ”სიცოცხლე”.

Facebook Comments