გორში სტალინის ქუჩის სახელის გადარქმევის ინიციატივით გამოდიან

0
609
loading...

გორში სტალინის ქუჩის სახელის გადარქმევის ინიციატივით გამოდიან

გორში სტალინის ქუჩის სახელის გადარქმევას ითხოვენ. ამის შესახებ განცხადება დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე საინიციატივო ჯგუფ ,,მაროს” წარმომადგენლებმა გააჟღერეს.

მათი თქმით, რუსეთთან ომის დროს დაზარალებული ქალაქის მთავარი ქუჩა რომ დღემდე სტალინის სახელს ატარებს, შეუსაბამობაში მოდის ქვეყნის მიერ არჩეულ დასავლურ კურსთან. საინიციატივო ჯგუფის წევრები გორის მერს მოუწოდებენ, სტალინის ქუჩისთვის სახელის გადარქმევის ინიციატივით საკრებულოს მიმართოს.

დღევანდელ კონფერენციაზე ის ღონისძიებებიც დაანონსეს, რომელსაც ხვალ, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს გამართავენ. 13 საათზე გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართება ფორუმი „ანტიტოტალიტარული 9 მაისი“. ღონისძიების მიზანია, საზოგადოებას დაანახოს კორელაცია სტალინის თემასა და ანტიდასავლურ კამპანიას შორის, რაც აზიანებს სახელმწიფოს ინტერესებს. ასევე, დაეხმაროს საზოგადოებას საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობის გააზრებისა და ტოტალიტარიზმისგან დისტანცირების საჭიროების გაანალიზებაში.

Facebook Comments