რა ხდებოდა სინამდვილეში ნაცისტების ბორდელებში

0
1231
loading...

რა ხდებოდა სინამდვილეში ნაცისტების ბორდელებში

რა ხდებოდა სინამდვილეში ნაცისტების ბორდელებში

რა ხდებოდა სინამდვილეში ნაცისტების ბორდელებში

რა ხდებოდა სინამდვილეში ნაცისტების ბორდელებში

რა ხდებოდა სინამდვილეში ნაცისტების ბორდელებში

ისტორიაში ცნობილია ფაქტები, რომელთა შესახებაც ისტორიკოსებიც კი ათწლეულების გასვლის შემდეგ იგებენ და წარსულ რეალობას მისხალ-მისხალ, მცირე ინფორმაციებით აღადგენენ.აღმოჩნდა, რომ ნაციზმის მსხვერპლთა შორის არის ადამიანთა კატეგორია, რომელთა უფლებები დღემდე არ არის აღდგენილი. საუბარია ე.წ. სპეციალური დაწესებულებების – ბორდელებისა თუ საკონცენტრაციო ბანაკების თანამშრომელ ქალებზე.
გაირკვა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბორდელები ემსახურებოდა არა მხოლოდ ვერმახტის ჯარისკაცებს, არამედ საკონცენტრაციო ბანაკების ტყვეებსსაც. ამ სახით ნაცისტები წაახალისებდნენ ხოლმე პატიმრებს კარგი ქცევისა და მუშაობისთვის.სტიმულირების ეს ხერხი შემოტანილი იქნა 1942 წლის ბოლოს ესესის რაიხსფიურერის, ჰიტლერის ბრძანებით. რამდენადაც საკონცენტრაციო ბანაკების პატიმრები სხვადასხვა ტიპის სამუშაოს ასრულებდნენ, მათ შორის იყვნენ თავიანთი საქმის ნამდვილი ოსტატებიც, რომლებსაც იცავდა ბანაკების ხელმძღვანელობა და ზოგიერთ მათგანს მცირე ჰონორარსაც აძლევდა.პატიმრებს შეეძლოთ მიღებული ფული დაეხარჯათ საკვებზე, სიგარეტზე ან მეძავის მომსახურეობაზე. სიყვარულის ქურუმთან გატარებული 15 წუთი 2 მარკა ღირდა (შედარებისთვის: ერთი ყუთი სიგარეტი 3 მარკა ღირდა). თუმცა აღნიშული პრივილეგიები არ ვრცელდებოდა ებრაელებზე.
ბორდელში მისვლა ყოველთვის არ შეიძლებოდა. თავიდან უნდა დაეწერათ თხოვნა და ამის შემდეგ, ბანაკის ხელმძღვანელობას შეეძლო მიეცა თანხმობა სპეციალურ დაწესებულებაში სტუმრობაზე მკაცრად განსაზღვრულ დროს.ბადრაგი დაიძახებდა პატიმრის ნომერს და ოთახის ნომერს, რომელშიც ის უნდა შესულიყო. ყველაფრისთვის გამოყოფილი იყო მხოლოდ 15 წუთი, ხოლო ბორდელში სტუმრობა კი შეიძლებოდა მხოლოდ 19:00-დან 22:00-მდე. თითოეული ოთახის კარზე იყო სათვალთვალო, ხოლო თავად პროცესის ჩატარება მხოლოდ მისიონერის პოზაში იყო ნებადართული.
ამგვარი \”სპეცდაწესებულებები\” სულ 10 იყო და ემსახურებოდა ბუჰენვალდის, დაჰაუს, ზაკსენჰაუზენისა და აუშვიცის ბანაკებს. მათში ერთად დაახლოებით 200-მდე ქალი მუშაობდა.თუ სამხედრო ბორდელებში სამუშაოდ ნამდვილი მეძავები იყვნენ მობილიზებული, პატიმართა მომსახურებისთვის არჩევდნენ ქალებს რავენსბრიუკისა და აუშვიც-ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკებიდან.
ამ მიზნით ირჩეოდნენ ქალები 17-დან 35 წლამდე. ბევრი მათგანი დაპატიმრებული იყო ანტისოციალური ქმედებისთვის, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ნებაყოფლობით დათანხმდენენ ამგვარ სამუშაოზე.საქმე ის არის, რომ ბანაკების პატიმარი ქალებისთვის ეს სიცოცხლის შენარჩუნების თითქმის ერთადერთი გზა იყო. სანამ ქალებს \”სამუშაოზე\” გაგზავნიდნენ, მათ 10 დღის მანძილზე საგულდაგულოდ კარგად კვებავდნენ.
საკონცენტრაციო ბანაკების ხელმძღვანელობას ეშინოდა ვენერიული დაავადებების გავრცელების, ამიტომ ბორდელების ყველა თანამშრომელი რეაგულარულად გადიოდა სამედიცინო შემოწმებას. დაორსულების პრობლემა კი უფრო მარტივად წყდებოდა. ბევრი ქალი იმდენაც ქანცგამოცლილი იყო, რომ საერთოდ ეკარგებოდა რეპროდუქციული ფუნქცია. და თუ რომელიმე მაინც დაორსულდებოდა, მას უკან საკონცენტრაციო ბანაკში აბრუნებდნენ, სადაც აბორტს უკეთებდნენ.ნაცისტები ყველანაირად ცდილობდნენ ხელი შეეშალათ უცხოეთიდან იძულებით ჩამოსულ მამაკაცებსა (1944 წლის ბოლოს მათი რიცხვი უკვე 7, 5 მილიონს აღწევდა, მათ შორის იყვნენ ფრანგები და საბჭოთა კავშირის მოქალაქეები) და გერმანელ ქალებს შორს ურთიერთობისთვის, რათა არ დარღვეულიყო გერმანული რასის სიწმინდე.

1941 წელს მარტინ ბორმანის ბრძანებით გაიხსნა სპეციალური ბორდელები უცხოელი მუშებისთვის. ამგვარ \”სახლებში\” მუშაობდნენ მხოლოდ უცხოელი ქალბატონები, რომელთაგან ზოგი ძალით იყო მოყვანილი, ზოგიც კი ნებით. უცხოელი მუშები ჩაკეტილ დასახლებებში ცხოვრობდნენ და სპეციალურ ტალონებს იღებდნენ, რომელთა \”განაღდებაც\” შეეძლოთ მათთვის განკუთვნილ ბორდელებში.

ნაციზმის დამხობის შემდეგ, სპეცდაწესებულების თანამშრომელი ქალების შესახებ უბრალოდ დაივიწყეს, რადგან ფორმალურად ისინი არ ითვლებოდნენ საკონცენტრაციო ბანაკების პატიმრებად. ამ ქალებიდან ბევრი, სირცხვილის გრძნობის გამო, არც კი ამხელდა, რომ წარსულში სექს-მონა იყო. ამიტომ არც ერთ მათგანს არ მიუღია რაიმე სახის კომპენსაცია.

მხოლოდ რამდენიმე წლის წინ დაიწყო ამ საკითხის შესწავლა ისტორიკოსმა რობერტ ზომერმა, რომლის წყალობითაც გახდა აღნიშნული ინფორმაცია საჯაროდ ცნობილი.

Facebook Comments