სტალინის ქმნილება რომელმაც ამერიკა გააკვირვა

0
930
loading...

სტალინის ქმნილება რომელმაც ამერიკა გააკვირვა

ეკრანოპლანი.

1966 წელს ამერიკულმა ჯაშუშურმა თანამგზავრმა დააფიქსირა ობიექტი, რომელიც გამოიყურებოდა, როგორც დაუსრულებელი რუსული საზღვაო თვითმფრინავი. ის ზომაში უფრო დიდი იქნებოდა, ვიდრე ამერიკული თვითმფრინავები. უფრო მეტიც – ექსპერტების დაანგარიშებით, შესაბამისი ზომის ფრთებიც რომ ჰქონოდა, ნორმალური ფრენა ძალიან გაუჭირდებოდა. ამერიკელები საგონებელში ჩავარდნენ, მაგრამ დამატებითი ინფორმაციის მოპოვება მხოლოდ 25 წლის შემდეგ შეძლეს, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა. აღმოჩნდა, რომ ეს იყო ე.წ. კასპიის ზღვის მონსტრი, ერთ-ერთი ეკრანოპლანი – შუალედური ვერსია თვითმფრინავსა და გემს შორის. დიზაინი იმგვარად იყო შექმნილი, რომ წყლის ზედაპირიდან ან ხმელეთიდან მხოლოდ რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე დაფრინავდა. მიუხედავად იმისა, რომ სტალინის ბრძანებით პროექტის დაფინანსება ფაქტიურად შეუზღუდავი იყო, სახელის ხსენებაც კი იკრძალებოდა. ეკრანოპლანებს შეეძლოთ ასობით ადამიანის ან რამდენიმე ტანკის დატევა, მოძრაობდნენ რადარით აღმოჩენის არეალის ქვემოთ 560-740 კმ/სთ სიჩქარით. მათ სჭირდებოდათ ნაკლები საწვავი, ვიდრე თანამედროვე სატვირთო თვითმფრინავებს, აღემატებოდნენ ზომაშიც.ბელადის ბრძანებით საბჭოელებს აგებული ჰქონდათ Boeing 747-ზე 1.5-ჯერ გრძელი ეკრანოპლანი,

Facebook Comments