რატომ დააკავეს სტალინის შვილი სტალინის ბრძანებით

0
1111
loading...

რატომ დააკავეს სტალინის შვილი სტალინის ბრძანებით

1943 წლის დეკემბერს ჩეკისტების გასტუმრების შემდეგ, დიდი ბელადის დაბადების დღის წინა დღეს, ვასილ სტალინი მოულოდნელად გაქრა. სტალინმა ვასილის დაცვის ყველა ჩეკისტი საპყრობილეში ჩააგდო სამსახურებრივი გულგრილობისთვის, ვორობიოვმა განაცხადა, რომ ვასილი სტალინი მოსკოვში, ერთ-ერთ ბინაში იმყოფებოდა, სადაც ფაშისტური დაზვერვის ჯგუფმა გამოამწყვდია, რომ შემდგომში გერმანიაში გადაიყვანონ. მოკლედ როგორც იქნა ვასილი გაათავისუფლეს გერმანული დაზვერვის ხუთივე ჯგუფის დაკავების ოპერაციას, პირადად ლავრენტი ბერია ხელმძღვანელობდა.
დადგა ბელადის დაბადების დღე,სტალინმა 21 დეკემბერს ღამის 2 საათისთვის სასადილო დარბაზში დაიბარა ბერია, ვოროშილოვი, მიქოიანი, ჟდანოვი, კაგანოვიჩი, კალინინი და მოლოტოვი, ისინი ჩვეულებრივ მხიარულობდნენ, ისმოდა სიმღერა, სადღეგრძელოები სტალინის მისამართით, როდესაც ბერია სადღეგრძელოს მორჩა, სტალინმა წითელი ღვინით ნახევრად სავსე ბოკალი ხელში აიღო და თქვა,უფრო სწორად ბერიას უბრძანა:
ვასიას დაცვის ბიჭები ახლავე გაათავისუფლეთ ციხიდან და ყველანი დააწინაურეთ. ჯაშუშები ბოლომდე გამოწურეთ და დასაჯეთ, ხოლო, ეგ ძაღლიშვილი ვასია, უპასუხისმგებლობისთვის კარცერში ჩააყუდეთ.
ბერია დიდ ბელადს გამოემშვიდობა და მოსკოვში გაემგზავრა.
იმავე დღეს ვასილ სტალინი ლუბიანკაზე კარცერში მოათავსეს, სადაც 25 დღე დაჰყო და მხოლოდ სტალინის ბრძანების შემდეგ გამოუშვეს და ფრონტის წინა ხაზზე გაამწერეს .
-მიხეილ თევდორაძის ჩანაწერებიდან

Facebook Comments