სააკაშვილი ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე: \”ჩვენი შეცდომების პირობებშიც კი, ასეთი სისულელე არავის მოსვლია თავში\”

0
680
loading...

სააკაშვილი ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე: "ჩვენი შეცდომების პირობებშიც კი, ასეთი სისულელე არავის მოსვლია თავში"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი \”ფეისბუქის\” პირად გვერდზე თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას ეხმაურება.

მისი განცხადებით, ნარკოტიკებთან ბრძოლა თუ გინდა, ცნობილია ყველა მსხვილი ბარიგის ვინაობაც და მისამართიც, ასევე შემოტანის არხები, მაგრამ ამ ყველაფერს ვერ ეხებიან.

„კლუბებზე თავდასხმას ყველაზე დატვირთულ დროს და ხალხმრავალ ვითარებაში, არაფერი აქვს საერთო ნარკოტიკებთან ბრძოლასთან – ეს იყო წმინდა წყლის დამაშინებელი აქცია. ნარკოტიკებთან ბრძოლა თუ გინდა, ცნობილია ყველა მსხვილი ბარიგის ვინაობაც და მისამართიც. ასევე,შემოტანის არხები, მაგრამ ამ ყველაფერს ვერ ეხებიან, რადგან არსებობს მფარველები და მფარველობენ უმაღლეს დონეზე. ამიტომ პოლიციას უბრძანეს,რეალური წყაროების ნაცვლად, წმინდა რუსული სტილის დემონსტრირებით შემოიფარგლოს.

ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში ჩვენც გვქონდა შეცდომები, მაგრამ ამ შეცდომების პირობებშიც კი, ასეთი სისულელე არავის მოსვლია თავში.გასამკაცრებელია საზღვრის კონტროლი. მომხმარებლების დევნის ნაცვლად, დაკავდნენ მსხვილი გამსაღებლებით. ასევე საჭიროა, გონივრული საინფორმაციო კამპანია, რათა ახალგაზრდებს ავუხსნათ, თუ რა რისკის შემცველია ნარკოდამოკიდებულება, მათი სიცოცხლისთვის“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

Facebook Comments