ნინი ქარსელაძე: არ მინდა მკვდარი ბიჭები, არ მინდა გასული თაობა, ვუთხრათ ყველამ არა ნარკოტიკს!

1
830
loading...

ნინი ქარსელაძე: არ მინდა მკვდარი ბიჭები, არ მინდა გასული თაობა, ვუთხრათ ყველამ არა ნარკოტიკს!

მომღერალი ნინი ქარსელაძე კლუბებში ჩატარებულს სპეცოპერაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

„გუშინდელი ღამე ყველასთვის იყო ძალიან მძიმე. ჩემი აზრით, იმ ქვეყანაში, რომელსაც ევროპისკენ გეზი აქვს, მნიშვნელოვანია იყოს კარგი ღამის კლუბები, სადაც ადამიანები მივლენ მუსიკის მოსასმენად, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს ადამიანების სიცოცხლის ხელყოფის ხარჯზე. ეს სპეცოპერაცია ჩატარდა იმისთვის, რომ ქალაქში და ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას ნარკოტიკებით ვაჭრობა. ქართველი ხალხისთვის ვიზუალური მხარე არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩვენ 2012 წელს ეს კარგად ვნახეთ, სანამ ციხის კადრები არ გვაჩვენეს, მანამ ხმას არ იღებდა არავინ. ზუსტად ამიტომ მოხდა გუშინდელი ფაქტი, რომ ყველასთვის დაემტკიცებინათ, რომ ბარიგები თავისუფლად ასაღებენ ნარკოტიკს. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყანაში მოდური გახდა პოლიციელის შეურაცხყოფა. მე არ მინდა მკვდარი ბიჭები, არ მინდა გასული თაობა, ვუთხრათ ყველამ არა ნარკოტიკს!!! მე ვირჩევ ჯანმრთელ ცხოვრებას!!!“ – წერს ნინი ქარსელაძე.

Facebook Comments

1 COMMENT

  1. ნინიმ ყველაზე უკეთ იცის ნარკოტიკის “ხიბლი”! თვითონ არა-ღმერთმა დაიფაროს!

Comments are closed.