„ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება,როცა ერი,თავისდა საუბედუროდ,თავის ისტორიას ივიწყებს“.

0
943
loading...

„ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება,როცა ერი,თავისდა საუბედუროდ,თავის ისტორიას ივიწყებს“.

დიდი ქართველი მოღვაწის,ილია ჭავჭავაძის სიტყვებით დავიწყებ: „ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება,როცა ერი,თავისდა საუბედუროდ,თავის ისტორიას ივიწყებს“.
დღეს განვითარებულ მოვლენებს (ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებსაც) ილიას სიტყვები ზუსტად შეესაბამება.დღეს ჩვენ ყველანი გავხდით იმის მოწმენი თუ როგორ მოექცნენ ჩვენი ერის გზააბნეული შვილები ცხრა აპრილის მემორიალს. ჩვენ,ქართველ ერს,ვინც ჯერ კიდევ საღად აზროვნებს და(ჯერ კიდევ უმრავლესობაში ვართ ასეთი ადამიანები),გვევალება რომ ნარკოტიკებს და წარმტაც „კლუბურ ცხოვრებას“ კლანჭებიდან გამოვგლიჯოთ ჩვენი დები,ძმები,შვილები და მეგობრები.რამეთუ თითოეული ახალგაზრდის სიკვდილი ერთობ მტკივნეულად ურტყავს ერს,რომლის დემოგრაფიული მდგომარეობაც რბილად რომ ვთქვათ არასახარბიელოა.
ყველამ ვნახეთ დღეს რუსთაველზე განვითარებული მოვლენები,მოვისმინეთ აქციის მონაწილეების განცხადებაც,რომ ისინი თავისუფლებას იცავენ.თავისუფლება თავის მხრივ შედგება უფლებებისა და მოვალეობებისაგან.სამწუხაროდ აქციის მონაწილეთა ნაწილს თავისუფლება ესმის ისე,როგორც მხოლოდ უფლება,რამეთუ მათთვის მოვალეობები ზედმეტი ტვირთი აღმოჩნდა.
საქართველოს კონსტიტუცია ჩამოთვლის ადამიანის ძირითად უფლებებს და იქვე დასძენს რომ განსაზღვრულ შემთხვევებში ეს უფლებები შესაძლოა დაექვემდებაროს შეზღუდვას,ხოლო ასეთ შემთხვევაში მოქალაქე ვალდებულია დაემორჩილოს და გაგებით მოეკიდოს შეზღუდვებს,არ შეეწინააღმდეგოს მათ.
„ბასიანში“ ჩატარებული სპეცოპერაციით სახელმწიფომ დიდი საქმე გააკეთა,რომ აღარაფერი ვთქვათ რვა დაკავებულ ნარკორეალიზატორზე,კლუბის სტუმრებმა შსს-ს მოწოდების თანახმად საკუთარი ნებით ჩააბარეს მათ ხელთ არსებული ნარკოტიკული საშუალებები და უვნებლად დატოვეს კლუბის ტერიტორია.ვინ იცის იმ ადამიანთაგან რამდენი გადაურჩა უხარისხო ნარკოტიკის მოხმარებით გამოწვეულ გარდაუვალ სიკვდილს?
გასათვალისწინებელია ისიც,რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა,რომ მოხდა კლუბ „ბასიანის“ დარბევა და იქ მყოფები დაექვემდებარნენ ძალადობას.ასევე არ არსებობს არანაირი მტკიცებულება,რომელიც დაადასტურებს სახალხო დამცველის,ქალბატონი ნინო ლომჯარიას იმ განცხადებას,რომლის მიხედვითაც რვავე ნარკორეალიზატორი სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე დააკავეს.
გადავხედოთ ევროპის განვითარებული ქვეყნების გამოცდილებას,ლონდონში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ღამის კლუბი „ფაბრიკა“ მას შემდეგ დაიხურა რაც პოლიციამ იქ ნარკორეალიზატორები დააკავა.სასამართლოზე „ფაბრიკის“ მეპატრონემ განაცხადა რომ ბოლო 17 წლის მანძილზე „მხოლოდ“ ექვსი ადამიანი დაიღუპა მის კლუბში.მაგრამ მის ამ არგუმენტს არავინ მოუსმინა.სამწუხაროდ საქართველოში განსხვავებული მიდგომა აირჩიეს და „ბასიანის“ მეპატრონეს საშუალება ექნება თავისი სურვილის მიხედვით გადაწყვიტოს კლუბის ბედი.
ჩვენი,საქართველოს საღად მოაზროვნე მოქალაქეების თავისუფლებაა,ჩვენი უფლება და მოვალეობაა,გადავარჩინოთ ჩვენი ერის ნაწილი,ჩვენი შვილები,ჩვენი და-ძმები,ჩვენი მეგობრები იმ ბოროტებისაგან რომელსაც ნარკოტიკი ჰქვია.ერთად ვუთხრათ არა ნარკორეალიზატორებს,ერთად ვუთხრათ არა „თეთრი ხმაურის მოძრაობას“,ერთად ვუთხრათ არა იმ კლუბებს რომლებიც გვიკლავენ ჩვენს ახალგაზრდებს და ერთად ვუთხრათ უარი იმ კაცუნებს რომლებიც ფეხქვეშ თელავენ ჩვენს ისტორიას!
დავდგეთ ერთად და ვაგრძნობინოთ „პროგრესულ უმცირესობას“ რომ საქართველოში მათი მზე არასოდეს ამოვა!

Facebook Comments