ბორის ბედია: მთავრობამ უნდა დააკავოს ამ ბრბოს დამფინანსებლები

0
802
loading...

ბორის ბედია: მთავრობამ უნდა დააკავოს ამ ბრბოს დამფინანსებლები

ბოლო დღეებში გავრცელებული მოვლენებიდან გამომდინარე, საზოგადოებას აინტერესებს, რას ფიქრობენ ცნობილი სახეები არსებულ ვითარებაზე:
ბორის ბედია:
– როგორც იცით ბასიანში შევიდა სპეცრაზმი და ნარკორეალიზატორები დააკავა, ამას მოჰყვა თეთრი ხმაურის და სქესობრივი უმცირესობათა ჯგუფების აქციები, წუხელ 9 აპრილის მემორიალზე ავიდნენ და ტრანსგენდერებმა იცეკვეს, რასაც ნაციონალისტების გაბრაზება მოჰყვა და დღეს ქუჩაში გამოვიდნენ,
საქართველოში რომ იყოთ ეროვნულ-ტრადიციული ინტერესების მქონე ხალხს დაუდგებოდით გვერდით და გახვიდოდით აქციაზე ?
-ჩემი აზრით, ეს სამოქალაქო დაპირისპირებაში რომ არ გადაიზარდოს, მთავრობამ უნდა მოაგვაროს აღნიშნული საკითხი, მითუმეტეს მისი რესურსი გააჩნია. ძალიან ცუდი იქნება თუ ეს ორი მხარე ერთმანეთს დაუპირისპირდება, რასაც შესაძლოა სისხლისღვრაც მოჰყვეს. მთავრობამ უნდა დააკავოს ამ ბრბოს დამფინანსებლები !
-გახვიდოდით იმ შეხედულებების დასაცავად აქციაზე, რასაც ნამდვილი ქართული შეხედულებები ჰქვია ?
-მშვიდობიან აქციაზე რომ გავიდოდი ორი აზრი არ არსებობს .

ესაუბრა თათა მურაჩაშვილი.

Facebook Comments