„გაზულუქებული სამღვდელოება და მომაკვდავი ქართველი ერი“

0
772
loading...
„გაზულუქებული სამღვდელოება და მომაკვდავი ქართველი ერი“

უკვე დღის ნორმად იქცა, რომ თუ ხარ სასულიერო პირი, ან მთვრობის წარმომადგენელი, მაშინ შავი ჯიპით უნდა გადაადგილდებოდე. არ აქვს მნიშვნელობა დამსახურებას. ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, არცერთ მაღალჩინოსანს და უფლის მსახურს (მღვდელს) არ აქვს მორალური უფლება იმისა, რომ ამ ეკონომიკური გაჭირვების ფონზე ფუფუნებაში იცხოვრონ. ბავშვების სიკვდილიანობით მოწინავე ქვეყანა ვართ, მეტროებსა და შუქნიშნებთან მოწყალების მთხოვნელთა რაოდენობა კატასტროფულად იზრდება. ამ ყველაფრის შემდეგ ვის აქვს უფლება, რომ ასეთ ქვეყანაში პრემია გამოიწეროს, ძვირადღირებულ ჯიპზე წამოსკუპდეს და ხალხს თვალებში ნაცარი აყაროს?! რად გვინდა ასეთი პოლიტიკოსი და სასულიერო პირი, რომელის სულიერი მდგომარეობაც შორს იქნება ჭეშმარიტებისგან?

თქვენ ხედავთ, თუ როგორი ჯიპებით დაიარებიან ეს მამაოები. როგორი ნადიმები იმართება და ეკლესიაშიც რა მდგომარეობაა. სავაჭრო დაწედებულებად აქციეს ტაძრები. შემდეგ კი უკვირთ, თუ რატომ არის ეკლესიის მათ მიმართ გამქრალი ნდობა, პატივისცემა და სიყვარული.
საბედნიეროდ, მთალდ წყალწაღებულიც არ ვართ, რადგან ღირსეულიც მრავლად გვყავს, როგორც საერო, ისე სამოქალაქო ცხოვრებაში.

ბოლოს კი იმას დავწერ, რომ მიხედეთ ხალხს, იმ ხალხს, რომელიც მაგ ფუფუნებაში გაცხოვრებთ და ვერ ძღებით. დროა ხალხს მუხედოთ, რადგან ქართველმა საზოგადოებამ მოგცათ უდიდესი მანდატი. ჩამოდით ჯიპებიდან, შეიმცირეთ გულაობა და ისე გაიჭირვეთ, როგორც მთლიან ერს უჭირს!

„გაზულუქებული სამღვდელოება და მომაკვდავი ქართველი ერი“
„გაზულუქებული სამღვდელოება და მომაკვდავი ქართველი ერი“

„გაზულუქებული სამღვდელოება და მომაკვდავი ქართველი ერი“

„გაზულუქებული სამღვდელოება და მომაკვდავი ქართველი ერი“
Facebook Comments