„მინდა ცუდი ამბით დავიწყო, რომელიც საშინელებაა ქვეყნისათვის“

0
3662
loading...
„მინდა ცუდი ამბით დავიწყო, რომელიც საშინელებაა ქვეყნისათვის“

მინდა ცუდი ამბით დავიწყო, რომელიც საშინელებაა ქვეყნისათვის. ქარატველმა არქიფოებმა საქართველოს დანაწევრება კვლავ გააგრძელს და ნუ დაიჯერებთ იმას, რომ თითქოს ქართული მიწები აღარ იყიდება.
რამდენიმე დღის უკან ავლაბარში ვიყავი, სადაც სულ შემთხვევით მომიხდა ერთ ქალბატონთან გამოლაპარაკება და მან ახსენა ირანელი მეუღლე. დავინტერესდი, თუ რას საქმიანობენ საქართველოში და აღმოჩნდა, რომ ეს ქალი და მისი ირანელი მეუღლე „მაკლიარობით“ არიან დაკავებულები. მათი კლიენტურა 100% უცხოელია. როგორც ამ სომეხმა ქალბატონმა მითხრა, მთელი საქაეთველო გაყიდულია. დავინტერესდი, თუ რატომ ყიდულობენ ისინი აქ მიწებს და მან აღნიშნა: „საქართველოს მოქალაქეობა სურთ, რადგან აქ ყველაფერი კარგია, მთა, ზღვაც და ბუნებაც. მათ ქვეყნებთან შედარებით აქ იოლია ბიზნესის წარმოება და ის კანონები არ არის, რაც მუსულმანურ ქვეყნებშია. ამჟამად მცხეთის სიფლებზეა დიდი მოთხოვნა და ფუკსაც კარგად იხდიან.“

რამდენი ხანია ამაზე ვსაუბრობთ, მაგრამ არავინ ინტერესდება სამწუხაროდ, რადგან ანტი-ეროვნულ მთავრობასთან ერთად, ანტი-ეროვნული ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორია ქვეყანაში. დღევანდელი მათი აქტიურბა ნარკოლიბერალიზაციას ვერ სცდება. არ ინტერსდებიან ეროვნული თემებით და ხალხიც უმძიმეს გაჭირვებაშია. რამდენიმე კაცი თუ ამბობს სათქმელს, თორემ სად არის ერის უდიდესი ნაწილი?! დრო აღარ ითმენს, ამიტომ ვიმოქმედოთ და ყველამ ჩვენი წილი საქართველო დავიცვათ!

ირაკლი მილაძე

Facebook Comments