31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

0
569
loading...
31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
სიახლეების დანერგვის, მავნე ჩვევებთან დამშვიდობების დღეა. ზოგიერთს გამგზავრება ელის. ზოგი საჭირო ინფორმაციას მიიღებს. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

კურო
გადახედეთ წარსულს, გამოასწორეთ დაშვებული შეცდომები. დააკვირდით პარტნიორებს (საქმიანსაც და სასიყვარულოსაც). მოერიდეთ ინიციატივის გამოვლენას. განსაკუთრებით, ფულის ხარჯვისას.

ტყუპი
ახალ საქმეებს ნუ დაიწყეთ, თუ საკუთარ შესაძლებლობაში დარწმუნებული არ ხართ. მოერიდეთ ილუზიებში გადავარდნას, ალკოჰოლის მიღებას. უცხო ადგილებში მოგზაურობამდე გადაამოწმეთ მარშრუტი.

კირჩხიბი
მოთმინებით აღიჭურვეთ და მიუბრუნდით წარსულში მიტოვებულ საქმეებს. იყავით დაკვირვებული დეტალებისამი. ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას.

ლომი
ოპტიმისტურად ხართ განწყობილი და არ გაგიჭირდებათ რთული საქმეების შესრულება. თანამოაზრეებთან ერთად მშვიდად განიხილეთ მიმდინარე საკითხები. სიფრთხილე გმართებთ ტექნიკასთან.

ქალწული
შანსი მოგეცემათ გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა. დაიწყოთ ახალი საქმე. ეცადეთ, გვერდით ერთგული და გამოცდილი მეგობრები გყავდეთ.

სასწორი
დაფიქრდით სანამ ახალ ნაბიჯს გადადგამთ. გაანალიზეთ ყველა შესაძლო ვარიანტი. მოერიდეთ ინიციატივის გამოვლენას, ბინაში რემონტის დაწყებას. საყვარელი ადამიანისგან მოითხოვეთ მზრუნველობა და თანადგომა.

მორიელი
შეიძლება თქვენთვის უცხო გარემოში აღმოჩნდეთ. ზოგიერთი ახალ მეგობრებს გაიჩენს. ის იდეები განახორციელეთ, რომლებიც მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ.

მშვილდოსანი
ეცადეთ, ისე არ მოიქცეთ, რომ მტრებს თქვენზე აგრესია გაუჩნდეთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან და ოჯახის წევრებთან და მათი მხარდაჭერით ყველა დაბრკოლებას გადალახავთ.

თხის რქა
დიპლომატიურობა გმართებთ საქმიანი მოლაპარაკებებისას. საჭირო ინფორმაციებს მიიღებთ, მაგრამ გადაუმოწმებლად ნურაფერს ენდობით. მოერიდეთ ტრავმულ სიტუაციებს.

მერწყული
მეტად უნდა გააქტიურდეთ, კარიერისთვისაც და პირადი ცხოვრების გასაუმჯობესებლადაც. ნუ აჩქარდებით გადაწყვეტილებების მიღებისას.

თევზები
დაკვირვებულად იმოქმედეთ. საბოლოო ნაბიჯის გადადგმამდე რჩევა პროფესიონალებს ჰკითხეთ. ეცადეთ განასხვაოთ ერთმანეთისგან იუმორი და მწარე სარკაზმი.

Facebook Comments