„არც ასადი წავა და არც რუსეთის ფედერაცია დაიშლება! თუ ვინმეს ამის ილუზია აქვს, ოთახში ჩაიკეტოს და თავი იმდენჯერ მოიტყუოს, რამდენჯერაც მოესურვება. “

0
755
loading...

center]„არც ასადი წავა და არც რუსეთის ფედერაცია დაიშლება! თუ ვინმეს ამის ილუზია აქვს, ოთახში ჩაიკეტოს და თავი იმდენჯერ მოიტყუოს, რამდენჯერაც  მოესურვება. “[/center]

„არც ასადი წავა და არც რუსეთის ფედერაცია დაიშლება! თუ ვინმეს ამის ილუზია აქვს, ოთახში ჩაიკეტოს და თავი იმდენჯერ მოიტყუოს, რამდენჯერაც მოესურვება.

სირიის ხელისუფლებამ აფხაზეთის და ცხიდვალის დეფაქტო ხელისუფლების დამოუკიდებლობა სცნო. რუსეთის ფედერაცია ამ პროცესში მის ჩართულობას გამორიცხავს და აღნიშნულ აქტს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა შორის ურთიერთ დამოკიდებულებით ხსნის, რითიც ლეგიტიმაციას აძლევს დეფაქტო ხელისუფლებათა არსებობას საგარეო პოლიტიკის მიმართულებით.
ამ პროცესში რუსეთის როლი ზუსტად იმ დოზით არის, რა დოზითაც ევრო ატლანტიკური დაზვერვის ხელები. საქართველოს ვითომ ხელისუფლებაში, რომლებიც ქართველი ერის სახელის გამოყენებით უკვე ათეული წლები აზიან თავზე ჩვენს ქვეყანას, რის გამოც, არც საშინაო პოლიტიკის და მეტადრე, არც საგარეო პოლიტიკის წარმოებას ეროვნული ინტერესების გავლით ვერ ვახდენთ.
არ ვაპირებ ასადის კრიტიკას, არც ის მაინტერესებს სირიაში რა ხდება. ფაქტი ასეთია, სირია რუქაზე დღემდე სუვერენული სახელმწიფოა. მას ყავს ხელისუფლება მთავრობის მეთაური და ამ ინდივიდუალურმა სუბიექტმა მისი ეროვნული ინტერესების გამო და სამხედრო პოლიტიკური რეალური პარტნიორის – რუსეთის ინტერესებში ჩვენი ორი რეგიონის დამოუკიდებლად ცნობა მოახდინა.

სირიული სინდრომი, ანუ „გა- მო- სი -რე- რება,“ ჩვენი ხელისუფლების იერარქთა დავადება რომ გახდა ცხადია. საგარეო საქმეთა სამინისტროში ბევრი პატიოსანი ადამიანი მუშაობს, მაგრამ მინისტრ ჯანელიძის ბოლოდროინდელი აღტკინება, არ არსებული ქართული ჯარის გაძლიერების, ჯაველინებით აღჭურვის, ასევე სხვა ათასი სისულელის პასუხად, რომელიც რაღაც სივრცეში ჩვენს განუხორციელებელ ინტეგრაციას და ილუზიურ თავდაცვის უნარიანობას მოიცავს. დასრულდა შემაგებებელი სირიული ისტერიით, რომელსაც პასუხს ვერ ვცემთ. ასე ხდება მაშინ, როდესაც დიდ გეოპოლიტიკურ გიგანტებს შორის ავტოგანადგურების რეჟიმში მოქცეულები ,,ხარაკირს \” (თვითმკვლელობის რიტუალი იაპონურად) -ვიტარებთ.
ჩვენი ფსევდო სტრატეგიული პარტნიორები, რომლებიც ისეთი პასიურები არიან სამხედრო პოლიტიკურ პარტნიორებად, სავარაუდოდ უკვე აღშფოთდნენ ან შეშფოთდნენ, ალბათ როგორც 2008 წლის ომის დროს, ისე ახლაც გაახსენდათ, რომ რუსეთი ამ გეომერიდიანის ჰეგემონია და უცებ დაიცხრეს შეშფოთება.
ნაცვლად იმისა ჭკუა გვეყოს, რუსებთან დავჯდეთ მშვიდ საუბარს შევეცადოთ, კონსტრუქციულ დიალოგში დავარწმუნოდ, რომ საქართველო არ იქნება პლაცდარმი რუსეთის წინააღმდეგ ასიმეტრიული ომების წარმოებისა, ჩვენ მათ სტრატეგიულ მტერთან არარსებული ურთიერთობით ვამაყობთ და ,,ჯაველინებით\” ვტრაბახობთ. რა უნდა ვქნათ ამ ,,ჯაველინებით\”? ბავშვს რომ შურდულს მისცემენ და სიხარულით აღტკინდება, ისე ვართ სწორედ…
როგორც ავღანელ მუჯაჰედებს სტინგერები მისცეს, დაახლოებით ისე მოგვიგდეს ეს ,,ჯაველინები\”, რომელიც გრანატამიოტის მეტი არაფერია.
ატომურ, ბირთულ, ქიმიურ და ბალისტიკურ ქვეყანას, რომელიც მთელ სამყაროს მისი სამხედრო პოტენციალით აზანზარებს, ჩვენ ჯაველინებით ვერ დავაფრთხობთ.

ძალა არ გვაქვს, ჭკუა არ გვიჭრის, შემოლაწუნებამაც არ გვიშველა.

იზორიას და ჩაჩიბაიას დასაცავი რომ გახდა ქვეყნის თავდაცვის უნარიანობა და ,,ჯაველინები\” ჩვენი თავდაძვითი იარაღი, რომლებიც ვითომ სტრატეგიულმა ძმებმა, ვისთვისაც ჩვენი ბიჭები მისიებში კვდებიან 145 მილიონ აშშ დოლარად მოგვყიდეს.

ამის შემდეგ კი დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხე კი არა, გენოციდის საფრთხე შეიძლება დაგვიდგეს და რა ცუდია რომ ამას ვერ ვგრძნობთ.“ – წერს დავით ნემსაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე

Facebook Comments