„შესაძლოა ნაცებმა სარალიძე მოკლან, რომ უარესად დაამძიმონ მდგომარეობა“

0
669
loading...
„შესაძლოა ნაცებმა სარალიძე მოკლან, რომ უარესად დაამძიმონ მდგომარეობა“

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რომ სათავისოდ გამოიყენა სიტუაცია და შვილმკვდარი მამა ფარად დაიყენა, მგონი ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანმა ნახა. სხვის უბედურებაზე უნდათ, რომ საკუთარი პარტიის ბედნიერება ააგონ. აქციაზე, სადაც ბევრი ადამიანი მივიდა თანაგრძობისთვის, აღმოჩნდა, რომ ნაცების მასკარადზე იმყოფებოდნენ.

ახლა გამოძვრნენ 1%-იანი პარტიებიც სოროებიდან და საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ რევოლუცია მოაწყონ. იმ საზოგადოებას, რომელსაც მრავალი ათეული წელია დასცინიან.

უდიდესი წინააღმდეგი ვარ „ქართული ოცნების“, მაგრამ ახლა საქმე სხვაგვარადაა… წმინდა გულიდან წამოსული პროტესტი, ქვეყნის გაუბედურების წინაპირობად იქცა. ცალსახაა, რომ ოცნება უნდა წავიდეს, მაგრამ ნაცებით ჩანაცვლება ხომ სრული კატასტროფაა?! რას ვეუბნებით გირგვლიანის სულს, რობაქიძის, ვაზაგაშვილის, გურამ შარაძის და სხვა იმ დაცხრილულ-ნაწამები ახალგაზრდების ოჯახებს? არანაირი მორალური უფლება არ გააჩნიათ პროვოკაციულ მოძრაობას, რომ იდგეს ახლა რუსთაველზე და სამართლიანობაზე საუბრობდეს. ჩვენ გვახსოვს მათი სადიზმი, გვახსოვს მათი ზონდერ-ჯგუფები, რომლის ერთ-ერთი მონაწილეც კუპრავა გახლდათ.

ახლა რაც ხდება, ეს ნაცების წისქვილზე ასხამს წყალს, და თუ ვერ განვითარდა ეს აქციები და თუ ვერ შესძინეს კიდევ სხვა ელფერი, მაშინ ნაცები არ მოერიდებიან არაფერს და ზაზა სალარიძეს თავად მოკლავენ, რადგან უფრო დაამძიმონ მდგომარეობა.
აქციაზე გაისმა შეძახილები, რომ ბიძინას მოუწოდეს: „ხელი არ ახლო ზაზასო.“ ესენი ისეთი გარეწრები არიან, რომ ყველაფერს იკადრებენ, რომ „ლიჟბი“ მთავრობაში მოვიდნენ.

მეც გულით მინდოდა აქციაზე მივსულიყავი, მაგრამ ვისი დავალება შემესრულებინა?! იმ ხალხის, რომლებმაც ათასაობით ქართველი ახალგაზრდა გააუბედურეს და მეც იმ რეპრესიების მსხვერპლი ვიყავი?
გირგვლიანის მამამ ჭეშმარიტად შეაფასა ეს მდგომარეობა. მან თქვა, რომ ვერ დადგება თავისი შვილის მკვლელების გვერდში. მართალია, ბევრი ქართვეკი ვერ დადგება მივლელების და მიშარასტების გვერდით.

ნუ გახდებით ხალხო ბრმა იარღი, და ნუ მისცემთ ბნელ ძაკებს იმის შანსს, რომ თქვენ გამოგიყენონ.“

Facebook Comments