2 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

0
666
loading...

center]2 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი[/center]

ვერძი
ეს დღე ეჭვებთან, ჩაკეტილობასთან და გულისტკენასთან ასოცირდება. ქალ ვერძებს ემოციების კონტროლი გაუჭირდებათ. სიმშვიდე, გაძლება, დაკვირვებულობა – ამ თვისებებში იპოვით გამოსავალს. ნაჩქარევად ნუ დასთანხმდებით შეთავაზებას, რომელსაც ამ დღეს მიიღებთ. ის შესაძლოა, არცთუ ისე მომგებიანი აღმოჩნდეს. გონიერი და რეალური სურვილები სულ მალე აგისრულდებათ.

კურო
ამ დღეს აუდიტორიის წინაშე მოგიწევთ გამოსვლა და არ აქვს მნიშვნელობა, მრავალრიცხოვანი აუდიტორია იქნება, მცირერიცხოვანი კომპანია თუ სამუშაო კოლექტივი. ვიღაც ძალიან მნიშვნელოვანი პერსონა თვალს ადევნებს ყოველ თქვენს მოძრაობას, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ მისი, ის არ არის საშიში. მოგვიანებით თქვენს მიმართ აღტაცებას გამოხატავს. მოემზადეთ საკუთარი პალიტრისა და ნიჭის გამოსავლენად. ფარდა სულ მალე აიწევა და გულშემატკივრები თქვენს მოლოდინში არიან.

ტყუპები
ამ დღეს დიდება თუ არა, პოპულარობა და ავტორიტეტი გარანტირებული გექნებათ, თუნდაც საკუთარ წრეში. დღის მთავარი თემა ახლად შეძენილი ნივთი აღმოჩნდება. არ დაგავიწყდეთ, რომ პოპულარობა და ავტორიტეტის გაზრდა – გარკვეულწილად გამოცდაა.

კირჩხიბი
რომელ სფეროშიც არ უნდა იშრომოთ, წარმატება გარანტირებული გაქვთ. განსაკუთრებულ მხარდაჭერას უცხოეთიდან იგრძნობთ. ამიტომ თქვენი ამ დღის დევიზია „უცხოეთი დაგვეხმარება“. ეძებეთ ბიზნესპარტნიორები სხვა ქვეყნებში, შეისწავლეთ უცხოეთში მუშაობის მეთოდები და თქვენი გეგმები წარმატებით განხორციელდება ცხოვრებაში.

ლომი
თქვენი ჯანმრთელობა დამოკიდებულია სწორ და ჯანსაღ კვებაზე. აი, მუშაობის რეჟიმი შეგიძლიათ, ნებისმიერი აირჩიოთ, მთავარია, გაწყობდეთ. ინტუიცია დაგეხმარებათ მატერიალური საკითხების სწორად გადაჭრაში. მიენდეთ საკუთარ შეგრძნებებს და გაიგებთ, რა გჭირდებათ და რა უნდა ჭამოთ იმისთვის, რომ ორგანიზმი საჭირო ნივთიერებებით გაამდიდროთ.

ქალწული

ამ დღეს ნაკლებად აქტიური, მშვიდი და ემოციურად გაწონასწორებული იქნებით. ყელისა და ენდოკრინული სისტემის პრობლემა გაქვთ, თუმცა, ვარსკვლავები არ გირჩევენ ქირურგიულ ჩარევას. ასევე, არ გირჩევენ შიმშილს.

სასწორი
თქვენი მატერიალური ოცნებები ახდება. გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც საჩუქარს მოგიძღვნიან. შესაძლოა, მათ მაღალანაზღაურებადი სამუშაო შემოგთავაზონ. ხარჯების დიდი ნაწილი თვის მეორე ნახევარში გელოდებათ, ამიტომ შეეცადეთ, თანხები გონივრულად გადაანაწილოთ.

მორიელი
თქვენს პროფესიულ წარმატებაში დიდ წვლილს შეიტანენ თქვენი უცხოელი პარტნიორები. არ გამოირიცხება კრედიტები და ინვესტიციები, მაგრამ შესაძლოა, იმ ადამიანებმა გიღალატონ, რომლებსაც ძალიან ენდობოდით. ასე რომ, ვარსკვლავები სიფრთხილისკენ მოგიწოდებენ.

მშვილდოსანი
ამ დღეს კომუნიკაბელური იქნებით, თუმცა, ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ყოფილი პარტნიორების უმეტესობა წარსული ვალდებულებებისთვის და შეუსრულებელი პირობებისთვის კომპენსაციას მოგთხოვენ. იმოქმედეთ ისე, როგორც აუცილებლად მიიჩნევთ. თქვენი ინტუიცია უანგარო დახმარებას გაგიწევთ, საქმეებში რჩევებსაც მოგცემთ, რაც უფრო წარმატებულს გაგხდით.

თხის რქა
გადაწყვეტთ, ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ. ეს იღბალია: ან გაგიმართლებთ, ან არა. არანაირი გარანტია. თქვენთვის არ არის სასურველი ბევრი ალკოჰოლის მიღება, ვარსკვლავებზე ყურება, დროა ხელები დაიკაპიწოთ და საქმეს შეუდგეთ.

მერწყული
სიტუაციები და მოვლენები თქვენს სასარგებლოდ განვითარდება, რადგან საკუთარ შემოქმედებით ნიჭს გამოავლენთ და შესანიშნავ შედეგს დადებთ. შესაძლოა, სამსახურში დაგაწინაურონ. თქვენი მოკრძალება და ინტელექტი პოპულარობას მოგიტანთ. თანაც მზად იყავით მსუბუქი დისკუსიებისა და კამათისთვის.

თევზები
ამ დღეს შორეულ მოგზაურობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრებთ ან უცხოელ პარტნიორებთან ერთობლივ საქმეებს განიხილავთ. შესაძლოა, შორეულ ნათესავებთან მოგიწიოთ ურთიერთობა და მოულოდნელად სახლში გესტუმრონ. გაააქტიურეთ კომუნიკაციები, რადგან ახალი ნაცნობობა ნაყოფიერი საქმიანი თანამშრომლობის გარანტია.

Facebook Comments