„აქციიდან აღმაშფოთებელი ამბები მოდის!“

0
666
loading...
„აქციიდან აღმაშფოთებელი ამბები მოდის!“

„აქციიდან აღმაშფოთებელი ამბები მოდის! დადუნაშვილის მამას არ მისცეს სიტყვით გამოსვლის საშუალება, ბათუმში ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აპოლიტიკური აქციის ორგანიზატორ გოგონას ნაციონალური მოძრაობა ემუქრებოდა, პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლისას კუპრავა და მისი რამდენიმე თანამოაზრე მოუწოდებდა ხალხს ხმაურისკენ, როცა ზაზა მოითხოვდა პრემიერის მოსმენას… აშკარაა, რომ აქცია პოლიტიკური ფაქტორის გამო ყველა მშობლის ტკივილს ვერ წვდება.
ბედის ირონიით, შვილმკვდარ მამას გვერდით უდგას სისხლიანი რეჟიმის ბასტიონი – ნაციონალური მოძრაობა და ზვიად კუპრავა, რომელიც მონაწილეობდა 26 მაისის აქციის დარბევაში. ამ ყველაფერს კი აშუქებს ჟურნალისტი, რომელიც ტაშით შეხვდა ნულოვანი ტოლერანტობისა და უვადო პატიმრობისკენ მოწოდებას და დაარბია ტელეკომპანია \”იმედი\”. მეგობრებო, შეუძლებელია ქართული ოცნების უსამართლო, მოძალადე რეჟიმის დამარცხება სისხლიანი ხელებით. აქციას სჭირდება ავტორიტეტები, უმწიკვლო რეპუტაციები და სუფთა ხელები!
ამ ყველაფრის შემდეგ აქციის ყველა ღირსეული წარმომადგენელი სიმართლის, შვილმკვდარი მშობლებისა და სამშობლოს წინაშე თავს ვალდებულად უნდა თვლიდეს, გააძევოს პოლიტიკური პარტიები რუსთაველიდან! წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დავამარცხებთ ტირანს და არა ტირანიას!
მე ვუერთდები ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციას შემდეგი მოთხოვნებით: დაისაჯოს უსინდისო პლუტოკრატები და დამნაშავეები, აღსრულდეს სამართალი, პასუხისგებაში მიეცეს ზვიად კუპრავა და პარტიებმა დატოვონ აქცია! ავირჩიოთ მესამე ალტერნატივა – სახალხო მოძრაობა!
გააძევეთ პარტიები და ბევრად მეტი ხალხი მოვა!“ – წერს ირაკლი ცენტერაძე

Facebook Comments