აზერბაიჯანელ მწამებელს, რომელმაც ბავშვი ლიფტში აწამა, ბრალი მოუხსნეს

0
27529
loading...
აზერბაიჯანელ მწამებელს, რომელმაც ბავშვი ლიფტში აწამა, ბრალი მოუხსნეს

გააზიარეთ!!!
აზერბაიჯანელის მიერ ლიფტში ნაწამები ბავშვი
.
„დღემდე უამრავი შეკითხვა მომდიოდა, რომელზეც ,გამოძიებისთვის ხელი რომ არ შემეშალა, პასუხს ვერ ვცემდი…არ ვიცი როგორ აღგიწეროთ ჩვენი გადანატანი, მაგრამ, მიმაჩნია, რომ ეს განსაცდელი საყოველთაოა.
სურათებზე აღბეჭდილი კადრები ჩვენთვის ავადსახსენებელი 28 მარტის შემდგომია, იაშვილის კლინიკაში გადაღებული. ეს ჩაიდინა ვინმე აზერბაიჯანელმა მოქალაქემ…სკოლიდან მომავალ ბავშვს ლიფტში შეუვარდა, მე-10 ზე მიმავალი ლიფტი ,,გაჭედა\” და 10-15 წუთის განმავლობაში უსასტიკესად, შემზარავად ებრძოდა ბიჭს მოსაკლავად, თვალების დასათხრელად,ხორხის ამოსაგლეჯად…გასაგუდად…თითქმის თვალებდათხრილი პატარა ვაჟკაცი გამაოგნებელი ძალით უწევდა წინააღმდეგობას, თან კიოდა ,,მიშველეთო\”, მოძალადეს ინგლისურად ეჩხუბებოდა…ის ურჯულო ბილწი არსება ინგლისურადვე დასძახოდა-,,სატანას უნდა შეგწიროო, რომ მე იმ ქვეყნად კარგად ვიყოო და ხელს ნუ მიშლიო…როცა შევიტყვეთ და ატყდა ჩვენი წივილ-კივილი აზერბაიჯანელს იმ წუთიდან ჩაერთო გონება-თაღლითური თავის დახსნისა და გადარჩენისთვის, ბავშვს ექადნებოდა ახლა გადამარჩინე, თორემ დავბრუნდები და მოგკლავო…ლიფტის კარის გაღებისთანავე პატრული და სასწრაფო მოსულები იყვნენ. კისერდასისხლიანებული, თვალებზე შავ-ლურჯი ბუშტებით გადმოვიყვანეთ ჩვენი ბავშვი, რომელიც ლიფტის იატაკზე ხელს აფათურებდა, აქ ჩემი თვალი აგდიაო…ეგონა ამოთხრილი ჰქონდა და ინსტიქტურად ეძებდა…ბავშვს თვალების ფოსოებიდან სისხლი ჩამოსდიოდა…შემდეგ მძიმე ტვინის შერყევაც დაუდგინდა…
აზერბაიჯანელი აყვანის წუთიდან ითხოვდა ,,კანონიერ \” მოპყრობას, ითხოვდა თარჯიმანს,(მოუყვანეს), ადვოკატს და ა.შ.ანუ ძნელად გასაანალიზებელი არ არის, რომ თავის სასარგებლო კოდექსებში იმთავითვე ერკვეოდა, იმის ჩათვლით, რომ მალე გამოუშვებდნენ…
დამნაშავის აყვანის მომენტიდან გამოიკვეთა ჩვენი ქვეყნის ,,ტოლერანტული\” პოლიტიკა და კონსტიტუციური კანონმდებლობის დიდი ძალისხმევა და ტენდენციები უცხო ქვეყნის მოქალაქის სასარგებლოდ და ინტერესების დასაცავად., თუნდაც ასეთ შემთხვევაში აზერბაიჯანელი რატომღაც პრიორიტეტული იმიჯის მატარებელი აღმოჩნდა…პ ა რ ა დ ო ქ ს უ ლ ი ა , მაგრამ ფაქტია, რომ ამ აზერბაიჯანელმა საზღვარი მრავალჯერ გადაკვეთ-გადმოკვეთა, თუმცა, როგორც მ დ ი დ ა რ ი დედის ჩამოტანილი ,,ცნობის\” შესაბამისობით აღმოჩნდა, ბავშვობიდან გიჯი ყოფილა. საინტერესოა ამ სტატუსისმქონე ადამიანმა, როგორ გამოაღწია საზღვარგარეთიდან, ან კიდევ უარესი, -როგორ გახდა იგი თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი, სადაც თურმე თურმე სავსებით მშვიდი და დაბალანსებული კაცის იმიჯი გააჩნდა…რატომღაც მისი ექსპერტიზის პროცესიც მრავალ კითხვას ბადებს… 20 დღიანი კარანტინის შემდეგ სასტიკ სადისტს მოეხსნა ბრალი და საგიჟეში განაწესეს რამდენიმე თვით…
რაც შეეხება უკეთილშობილეს ქართველ მოზარდს, რომელიც შემზარავი გადანატანის დახმარებებს
და ყურადღებას საჭიროებს, სახელმწიფოში არ არსებობს არანაირი კ ა ნ ო ნ ი მის სასარგებლოდ, თუნდაც მორალურ-ფიზიკურ-ფსიქოლოგიური კომპესაციის სახით, თუმცა ნიკას უკეთილშობილესი სიცოცხლის და ულამაზესი თვალების რაიმე მატერიალურით შეფასება აბსურდულია.
ქვეყანაში, სადაც პრეზიდენტი პროტესტით ტოვებს პარლამენს იმიტომ, რომ რომ ელემენტალურ კონსტიტუციურ უფლებას ითხოვს, ჩვენ რაღა ვთქვათ…
ერთი კი მინდოდა მეთქვა ბ-ნი კახისთვის, რომელმაცძალიან ტაქტიანად და ლამაზად დააბალანსა,,ფეხბურთის მოედნის\” ინციდენტი,-არა მგონია ჩვენი განსაცდელი ნაკლებადსაყურადღებო ყოფილიყო ნებისმიერი პრიორიტეტისთვის…გაუჭირდათ ჩვენამდე მოღწევა…
ბოლოს ერთი წუთით მინდა ყველამ წარმოვიდგინოთ:-ეს რომ პირიქით მომხდარიყო, აზერბაიჯანელი ულამაზესი კეთილი ბავშვი ასე საზარლად ეწამებინა გაურკვეველი ამბიციისმქონე ქართველს-რა მოხდებოდა მაშინ? ჩახედეთ მოზარდს მის ლამაზ თვალებში-ეს უბოროტო, ო ბ ო ლ ი {მამა არ ჰყავს) ბიჭი-დღევანდელი ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ა…
დიდება უფალს, რომ ასე ,,გადავრჩით\”! – ოჯახის ახლობელი

Facebook Comments