„თქვენს ერთ სიტყვას ველოდებით საქართველოს მოაზროვნე ნაწილი“

0
884
loading...
„თქვენს ერთ სიტყვას ველოდებით საქართველოს მოაზროვნე ნაწილი“

„ეს მიხეილ სააკაშვილია! ადამიანი, რომელიც ბრძოლისთვის არის დაბადებული! ის იბრძვის, ის ბევრი წელია იბრძვის! იბრძვის კორუფციის, ქურდული სამყაროს, სიღარიბის და ათასი უბედურების წინააღმდეგ! ის იბრძვის ახალი საქართველოსთვის, ახალი ნათელი წერტილისთვის მსოფლიო რუკაზე! ის ებრძვის 21-ე საუკუნის ცივილიზებული მსოფლიოს უდიდეს მტერს, პუტინს და მის დიქტატურას! ის ებრძვის სიბნელეს და უნდა, რომ განათდეს ამ ქვეყანაში!

მან ჭაობიდან ამოიყვანა ქვეყანა და ერი, დაამსგავსა სახელმწიფოს, დიახ მის დროს გაიცნო მსოფლიომ საქართველო როგორც სახელმწიფო და არა როგორც გრუზია! დიახ მის დროს დამარცხდა საბჭოეთის დიდი ნაწილი საქართველოში!

მას არ აპატიეს! მას საბჭოეთის წინააღმდეგ ბრძოლა არ აპატიეს! მას ახალი საქართველოს მშენებლობა არ აპატიეს და გააგდეს ამ ქვეყნიდან! მის ნაცვლად კი მოიყვანეს ჩირქით სავსე მუწუკი, რომელიც ნელ-ნელა გუდავს საქართველოს! ყველაფერი მოუგონეს, ყველაფერი დააბრალეს, ყველაზე ბინძური ჭორებით მოსვარეს მისი სახელი! დიახ საქართველომ დაუშვა უდიდესი შეცდომა 2012 წელს, როდესაც წამოეგო რუსულ პროვოკაციას! მაგრამ შეცდომა იმისია, რომ მისი გამოსწორება უნდა შეძლო! დღეს გვაქვს შანსი ეს კაცი ყველამ ერთად დავაბრუნოთ საქართველოში! ჩვენ ეს უნდა შევძლოთ, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ჩირქით სავსე მუწუკი უნდა გავხეთქოთ და ქვეყანას დაუბრუნოთ კაცი, რომლის იდეაც ამ ქვეყნის სიძლიერე და განვითარებაა!

მიშა! შენ არასოდეს მოგითხოვია არავისთვის დამიძახეთ ბატონო მიხეილო! შენ ხარ მიშა და შენ უნდა დაბრუნდე საქართველოში! შენ საქართველოს სჭირდები!

გელოდებით ბატონო მთავარსარდალო! თქვენს ერთ სიტყვას ველოდებით და ჩვენ, საქართველოზე მოაზროვნე ნაწილი, რომელიც ფულზე არ იყიდება, ვიდგებით თქვენს გვერდით სისხლის უკანასკნელ წვეთამდე!

ძალა ერთობაშია! შეხვედრამდე შენს საყვარელ საქართველოში!“

აი ასე ენატრებათ სექტანტებს მიშა

Facebook Comments