„მემანქანეები ხელფასის გაზრდას მგზავრობის საფასურის გაძვირებით თხოულობენ“

0
652
loading...
„მემანქანეები ხელფასის გაზრდას მგზავრობის საფასურის გაძვირებით თხოულობენ“

„მეტროს თანამშრომლები თხოულობდნენ ხელფასების გაზრდას 45% ით მეტროთი მგზავრობის გაზრდის ხარჯზე!
გასაგებია, რომ არ ჰყოფნით მინიმუმ 1400 და მაქსიმუმ 1800 ლარი ყოველთვიური სახელფასო სარგო , მაგრამ დღევანდელ საქართველოში , სადაც ნახევარი საქართველო დაუსაქმებელია და დასაქმებულთა უმრავლესობას მათი ხელფასების ნახევრის ნახევარიც კი არა აქვს , ცოტა არ იყოს, თავხედობად და უსინდიდობად მეჩვენება!
ე.ი. საკუთარ ინტერესებს სწირავენ ხალხის ინტერესებს და ასეთი ადამიანები არ უნდა იყვნენ საჯარო სამსახურებში!
მოვიდნენ ჩემთან, დაიარონ უბრალო ხალხში, ნახონ, როგორია გაჭირვება და მადლობა თქვან, რომ დასაქმებულები არიან და აქვთ მაღალი ხელფასები!“ – წერს ნინო ჭიღიტაშვილი

Facebook Comments