„არავინ მოტყუვდეთ, რომ სარალიძესა და კუპრავას შორის შავმა კატამ გაირბინა“

0
769
loading...
„არავინ მოტყუვდეთ, რომ სარალიძესა და კუპრავას შორის შავმა კატამ გაირბინა“

„არავინ მოტყუვდეთ, რომ ზაზა სარალიძესა და ზვიად კუპრავას შორის შავმა კატამ გაირბინა… თვითონვე თქვა კუპრავამ და \”თავისიანებს\” მიანიშნა, რომ ეს ტაქტიკური სვლაა… ვითომ ლომჯარიამ \”მოიტაცა\” სარალიძე და ისე \”გადამალა\”, კაციშვილი ვეღარ პოულობს! ზაზა სარალიძემ ზუსტად იცის რა უნდა მოითხოვოს 10 ივნისიდან – \”უპირო\” პრემიერისა და მთლიანად მთავრობის გადადგომა! იმიტომაც არ \”გაამჟღავნეს\” დღეს შეხვედრის დეტალები, რომ შემდეგ ადვილი იყოს იმის თქმა, პრემიერი რასაც დაგვპირდა, არ შეასრულაო… ჰოდა, განახლდება აქციები – ამჯერად \”ნაცების გარეშე\”, საზოგადოების მოხმობითა და მთავრობის დამხობის მოთხოვნით, რადგან არარეალურია ის რაც 6 თვის მანძილზე არ ან ვერ გაკეთდა, 6 დღეში მოგვარდეს… ასე რომ, სულ ტყუილად გგონიათ (ვისაც გგონიათ), რომ \”რევოლუციური სცენარი\” გადაგორდა – არა, ბატონებო, ნავი წყალქვეშ გაუჩინარდა მხოლოდ, მაგრამ არ ჩაძირულა… “ წერს ზვიად გოგიაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე

Facebook Comments