„სისტემა არ უნდა დაინგრეს, სისტემა უნდა ამუშავდეს!“

0
682
loading...
„სისტემა არ უნდა დაინგრეს, სისტემა უნდა ამუშავდეს!“

„ნაცების აქციაზე ისმოდა, რომ სისტემა უნდა დაინგრეს. რომელ სისტემას ვანგრევთ ხალხო? ხომ არ გაბანჯღალებთ რამე? არარსებულზე ამბობთ უნდა დაინგრესო? სად გვაქვს რომ დავანგრიოთ კიდეც. კი არ უნდა დაინგრეს, უნდა ამუშავდეს! მაგრამ ჩვენ ხომ ნგრევაში ვართ მაგრები…

ამ ერთმა კვირამ დაგვანახა, რომ საზოგადოებას გააჩნია პროტესტი, და თანაც ახალგაზრდობამ ყველა გააკვირვა. მეორე დღესვე დაიწყეს დაფაცურება ოცნების უნიათო მთავრობამ და დახურულად გამოცხადებული საქმე კვლავ ახლიდან გამოძიებაში ჩაუშვეს. აი ეს არის სისტემის მუშაობა, რომლის ელემენტებიც ჩვენ ვართ! როდესაც ეს ელემენტები დაჯდება, მაშინვე გაჩერდება სიტემაც. ამიტომ, უნდა ვიმუხტებოდეთ, უნდა ვაქტიურობდეთ და არასდროს არ უნდა ვიყოთ ჩვენი ქვეყნის მიმართ გულგრილები. ეს ქვეყანა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების არ არის, ეს ქვეყანა ყველა ქართველისაა და ჩვენ ვალდებულები ვართ ერთად ვიზრუნოთ საერთო კეთილდღეობაზე.

ჩვენს გაღვიძებას ღმერთიც ელოდა, დავითი ისევ გასაჩენია, და მიხარია, რომ ქართველობა, მარადიული განაჩენია!“

ირაკლი მილაძე

Facebook Comments