მთელი ღამე სოხუმის თავზე ისმოდა ქართველი ქალების გოდება

0
714
loading...
მთელი ღამე სოხუმის თავზე ისმოდა ქართველი ქალების გოდება

27 სექტემბერს ყველაფერი დამთავრდა. სოხუმის თავზე აფხაზური დროშა აღიმართა. მდინარეებს ყელგამოღადრულ, სასტიკად ნაწამებ ქართველთა ცხედრები გაჰქონდა ზღვაში. ქალაქი დაეცა. ერთ-ერთი რუსული გაზეთი ტკბილი სიხარულით წერდა: „მთელი ღამე სოხუმის თავზე ისმოდა ქართველი ქალების გოდება“.

ფოტოზე დედა-შვილის შეხვედრაა. დედას ეგონა რომ წინა ღამით შვილი დაიღუპა.

დღეს სოხუმის დაცემიდან 25 წელია გასული. ვის ახსოვს სოხუმი და სხვა დაკარგული მიწები. გამოაიფონებულ ახალგაზრდობას სულ ერთ ადგილზე ჰკიდია, ჯერ რაც გვაქვს და მერე ის, რაც დაკარგულია და დაბრუნებას საჭიროებს. „ლიჟბი აქედან წავედეს“ თაობაში ვცხოვრობთ, სადაც ეროვნული იდენტობა „ტეხავს“. დღეს ნაშობაა მაგარ მოდაში და ვინ იცის, რამდენ ხანს გაძლებს ამ მოპყრობით ეს ქვეყანა.

შესაძლოა ვინმემ თქვას, დროს ხართ აცდენილიო, რადგან ასეთ „პოსტებს“, მხოლოდ სოხუმის დაცემის დღეს თუ ნახავთ ხოლმე, და ისიც იმ ფეისბუქ გვერდებზე, რომლებიც ლაიქებისთვის თუ აკეთებენ ამას.

როდესაც სუფრასთან დავსხდებით, ყანწებით ვილოცებით და მაღალფარდოვანი სიტყვებით ვიფარგლებით, დავფიქრდეთ, რომ ეს არ არის საკმარისი. ჩვენმა წინაპრებმა ბევრი იწვალეს, ბევრი იომეს და იმუშავეს იმისთვის, რომ ჩვენ დავბადებულიყავით. ახლა ვალს დაბრუნება უნდა და ვალდებულები ვართ უკლებლივ ყველა ქართველი, რომ ჩვენს მომავალ თაობას დავახვედროთ და დავუტოვოთ ღირსეული ქვეყანა!

Facebook Comments