7 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

0
510
loading...
7 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ჯანმრთელობის მდგომარეობამ შესაძლოა, ოდნავ აგანერვიულოთ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენს ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები გარეგნობაზეც აისახება. სარკეში საკუთარი ანარეკლის დანახვისას, გადაწყვეტთ, რომ კოსმეტოლოგს ეწვიოთ და დაბერების საწინააღმდეგო პროცედურები ჩაიტაროთ. სიბერესთან შეგუება იმდენად არ გინდათ, რომ შესაძლოა, მასთან ბრძოლის უფრო ძვირად ღირებულ და ეფექტურ მეთოდებსაც მიმართოთ.

კურო
სასიყვარულო ურთიერთობაში ამ დღეს არ გაგიმართლებთ. თქვენი რჩეული რომანტიკულ შეხვედრაზე საუკეთესო მეგობართან ერთად მოვა და მთელ დროს მასთან საუბარში გაატარებს. ისე მოიქცევა, თითქოს მის გვერდით საერთოდ არ ხართ, რაც გაფიქრებინებთ, რომ თქვენი რჩეული სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არ არის.

ტყუპები
ამ დღეს სამსახურებრივ მოვალეობებს უხალისოდ და უპასუხისმგებლოდ მიუდგებით. მიზეზი დილას თქვენს სახლში მომხდარი სკანდალი იქნება, რაც მუშაობის ხალისს დაგიკარგავთ. მხოლოდ მას შემდეგ „გამოიდარებთ“, რაც მეორე ნახევრისგან სახალისო ბოდიშებით სავსე შეტყობინებებს მიიღებთ, რომელთა ნახვისას, უნებურად გაგეღიმებათ და ეს ღიმილი დღის ბოლომდე გაგყვებათ.

კირჩხიბი
ახალი სამუშაო აპარატის ათვისებას შეუდგებით. სწავლის პროცესში ისეთ ენთუზიაზმსა და მონდომებას გამოავლენთ, რომ წარმატება გარანტირებული გაქვთ. საღამოს, ოჯახის წევრებს სიამაყით მოუყვებით სასწავლო პროცესის შესახებ და მათგან უამრავ საქებარ სიტყვას მოისმენთ.

ლომი
ვარსკვლავები არ გირჩევენ ამ დღეს გარდერობის შეცვლას, განსაკუთრებით მათ, ვინც წონაში კლების მიზნით, კვების მენიუ შეზღუდა და აქტიურად ვარჯიშს იწყებს. გაითვალისწინეთ, რომ, როგორც კი წონაში დაიკლებთ, ახლა შეძენილი ნივთები აღარ გამოგადგებათ. ამიტომ შოპინგი დროებით გადადეთ.

ქალწული
მკაცრად აკონტროლეთ საკუთარი ხარჯები. წინააღმდეგ შემთხვევაში ვალებში ჩაეფლობით. ნუ შეიძენთ ნივთებს, რომლებიც არაფერში გჭირდებათ. ეცადეთ, მაღაზიაში მეორე ნახევართან ან ისეთ ადამიანთან ერთად იაროთ, რომელიც საღად აზროვნებს. ეს თქვენს საოჯახო ბიუჯეტზე დადებითად აისახება.

სასწორი
კამათს საკუთარი უნარ-ჩვევების წყალობით დააღწევთ თავს. ერთ-ერთი კოლეგა ცუდ საქციელში დაგადანაშაულებთ. თქვენი ინტელიგენტობა კი ყვირილის საშუალებას არ მოგცემთ. მას ღირსებით შეხედავთ და საკმაოდ არგუმენტირებულად დაამტკიცებთ თქვენს დამოკიდებულებას მომხდარზე.

მორიელი
ამ დღეს თავისუფალი აზროვნებით გამოირჩევით. იმდენად აქტიურად გამოავლენთ უადგილო ინიციატივებს სამსახურებრივ საქმეებში, რომ თქვენი იდეები თქვენს ხელმძღვანელს ცოტა არ იყოს გააღიზიანებს. ის გთხოვთ, თავი შეიკავოთ კრეატიული შეთავაზებებისგან, თუმცა თქვენ მაინც განაგრძობთ ხუმრობებს და არ გაჩერდებით, სანამ დირექტორი სამსახურიდან გაშვებით არ დაგემუქრებათ.

მშვილდოსანი
ეს დღე საკუთარი ინტელექტის გამოვლენაში დაგეხმარებათ. თქვენი ნათესავები და მეგობრები აღფრთოვანდებიან თქვენი მონაცემებით. რაც მთავარია, დადებითად შეგაფასებთ ადამიანი, რომელზეც ოცნებობთ, თქვენი მეორე ნახევარი უწოდოთ. თუმცა, არ იფიქროთ, რომ ის მხოლოდ ამ მიზეზით შეგიყვარებთ. კიდევ ბევრი მუშაობა მოგიწევთ საკუთარ თავზე იმისთვის, რომ მას თავი მოაწონოთ.

თხის რქა
ამ დღეს საოცრად პროდუქტიულად გაატარებთ. არა მხოლოდ სამსახურებრივ მოვალეობებს შეასრულებთ, არამედ კოლეგებზეც იზრუნებთ. ერთ-ერთი კოლეგა სასიამოვნო კომპლიმენტით შეგამკობთ, მაგრამ ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ მსგავს კომპლიმენტებს თხოვნები აუცილებლად მოჰყვება. ამიტომ, ნუ გამორიცხავთ, რომ თქვენმა მადლიერმა ადამიანმა სანაცვლოდ რაღაც მოგთხოვოთ.

მერწყული
ეს დღე თქვენს ცხოვრებაში გარდამტეხი აღმოჩნდება. გადაწყვეტთ, რომ ყველაფრის ლიკვიდირება მოახდინოთ, რაც კი წარმატების მიღწევაში გიშლით ხელს. ეს იქნება თქვენი მხრიდან საკმაოდ თამამი ნაბიჯები, რითიც გარშემომყოფებს გააოგნებთ. ვარსკვლავები ახალი იდეების განსახორციელებლად ახალი გეგმის შემუშავებას გირჩევენ.

თევზები
ადამიანური ურთიერთობის დეფიციტს განიცდით. თქვენი ნათესავები და მეგობრები საკუთარი საქმეებით დაკავდებიან. შესაფერის თანამოსაუბრეს სოციალური ქსელის დახმარებით იპოვით, მაგრამ ეს მარტოობისგან ვერ გიხსნით. საღამოს გადაწყვეტთ, გაისეირნოთ და საკუთარ პრობლემებზე მეზობელთან ისაუბროთ. საუბარში მიხვდებით, რომ ეს ადამიანი თქვენთვის ძალიან ახლობელია

Facebook Comments