„ეზიზღება ნაცისტები, ფაშისტები, ნაციონალისტები და ა.შ.“

0
689
loading...
„ეზიზღება ნაცისტები, ფაშისტები, ნაციონალისტები და ა.შ.“

„> ეზიზღება ნაცისტები, ფაშისტები, ნაციონალისტები და ა.შ.
რა ხდება რეალურად – მთავრობა იჭერს ნაციონალისტებს ფაქტობრივად ყოველ აქციაზე და ციხეში უშვებს ისეთი ელემენტარული რაღაცეების გამო, როგორიც არის თურქულენოვან ბანერზე ფეხის მირტყმა, ან ძირს დაგდებული ქართული დროშის ხელში აღება.

> სურს მეტი უცხოელი საქართველოში.
რა ხდება რეალურად – ქვეყნის კარები ღიაა ყველასთვის და ყველაფრისთვის, საემგირაციო პოლიტიკა ლიბერალურია.

> ფიქრობს, რომ თუ ქართველები დიდი რაოდენობით შეულდებიან უცხოელებთან ამაში არაფერია ცუდი, არც იმაში, რომ ქართველები დიდი ალბათობით შეიძლება ეთნიკურ უმცირესობად იქცნენ საკუთარ ქვეყანაში
რა ხდება რეალურად – მთლიანი მასმედია, პროპაგანდის ფაქტობრივად ყველა შესაძლო საშუალება სწორედ ამ მიმართულებით მმუშაობს. მედია ღიად და დაუფარავად წარმოადგენს მხარეს.

> ფიქრობს, რომ მთავრობამ უნდა უზრუნველყოს LGBT-პირების უფლებების დაცულობა და გამოხატვის თავისუფლება.
რა ხდება რეალურად – სისტემა იღებს ანტიდისკრიმინაციულ კანონს. მედია ყოველდღე აპიარებს LGBT-პირებს.

> ფიქრობს, რომ ნარკოტიკი უნდა იყოს ლეგალური და ეს კარგია.
რა ხდება რეალურად – სისტემა ნელი ნაბიჯებით, მაგრამ მაინც მიდის ამ გზით.

> ფიქრობს, რომ არ არის მართული და ნამდვილი რებელია, დამოუჩილებელი რევოლუციონერი.
რა ხდება რეალურად – ის ხდება სისტემის მიერ დადგმული ყველაზე ბანალური სპექტაკლის მონაწილე. მინისტრი ბოდიშს იხდის ათასკაციანი აქციის წინაშე, როდესაც 200 ათასიანი აქციები დაურბევიათ და ბოდიში აქამდე ჯერ არავის მოუხდია. ბერა წერს სიმღერას. გადადგმულია ნაბიჯი ლეგალიზაციისთვის.

> ამ ყველაფრის შემდეგ ფიქრობს, რომ \”შიშტემას ებრძვის\” და \”პროგრეშული და მეამბოხე ახალგაზრდაა\”.

ვი დენს ფორ ბაშიანიი
სისტემა უნდა დაინგრეეშ
ჩვენ ვართ ტალьღააააა
ლიგალაიიიზზზ“

წყარო: იდეა

Facebook Comments