ილია ჭავჭავაძე ნოე ჟორდანიაზე – ნახეთ რას ამბობდა ილია

0
1837
loading...
ილია ჭავჭავაძე ნოე ჟორდანიაზე - ნახეთ რას ამბობდა ილია

ილია ჭავჭავაძე ნოე ჟორდანიაზე:

„უვიცთა და უმეცართა შორის თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ბ-ნ ჟორდანიას, თავისი თავი ბრძენად და მეცნიერად მოაქვს და რაღაც უზომო დიადობით განგებ გაბუებულა თავისი თავის ქებითა, იმას რომ ჰკითხოთ, იგი მოვლინებულია, რომ წუთისოფლის ბორბალს ღერძი გაუცვალოს და თავისი ბრძანებისა და ნებისაებრ ატრიალოს ცა და ქვეყანა.

ბ-ნი ჟორდანია, უვიცი, უცოდინარი კაცია და არც სურვილი აქვს იცოდეს რამე, არც საკუთარი აზრი აბადია, რაც სხვისგან თუთიყუშივით არ გაუზეპირებია. ხუთი-ექვსი ფრაზა უსწავლია რუსულ-მარქსიზმისა, ისიც იმისთანა მარქსისტებისაგან, რომელთანაებზე თვითონ მარქსმა თქვა: “რაც გინდათ დამარქვით, ოღონდ მარქსისტობას ნუ დამწამებთო, ასე იუარა მარქსმა, იმისთანა მარქსისტები, როგორიც დღეს ჩვენში ბ-ნი ჟორდანია და მისი წილადობილნი არიან“.

Facebook Comments