ეს უკვე საშინელებაა, რაც ქართველ ბავშვებს ემუქრებათ – რა ბედი ელის გენოფონდს?

0
888
loading...
ეს უკვე საშინელებაა, რაც ქართველ ბავშვებს ემუქრებათ - რა ბედი ელის გენოფონდს?

არაოფიცალური მონაცემებით საქართველოში აბორტების რაოდენობა ყოველწლიურად 100 000 აღწევს. დიახ, არ გეჩვენებათ, ეს არის ის მწარე რეალობა, რაც დღევანელ საქართველოშია. პირველად მოხდა საქართველოს ისტორიაში, როდესაც სიკვდილიანობამ გადააჭარბა შობადობას.

აბორტი კაცის კვლაა! აბორტი ერის გენოციდს ახდენს და უნდა ვიმოქმედოთ ისე, როგორც ამას საჭიროება მოითხოვს. დღის ნორმად ქცეული უდიდესი ცოდვა ორმაგად მძიმეა, როგორც კაცის კვლით, ისე ქართველი ერის მასობრივი გაქრობით.
გაეროს მონაცემებით, ქართველი ერი, როგორც ეთნოსი, 2050 წლისთვის ჩვენს ქვეყანაში უმცირესობაში მოვხვდებით. არ არის ილუზია და გაზვიადებული ეს, რადგან ერის გაქრობა და შემცირება 50 % არის დაგეგმილი.

ჩნდება კითხვა, თუ ვინ უწყობს ამას ხელს?… პასუხი ადვილად გასაცემია. დღევანდელმა ლიბერალურმა დამოკიდებულებამ, იდეოლოგიამ და მოქმედების გზებმა ნათლად დაგვანახა, თუ რას ემსახურება პოლიტიკოსთა დიდი ნაწილი, არასამთავრობო სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება. ბოროტებას და ცოდვას დაარქვეს თავისუფლება, თავისუფლებას კი ლიბერალიზმი. ვხედავთ პოლიტკოსთა გარკვეულ ძალებს, რომლებიც დაუფარავად ამბობენ იმას, რომ ისურვებდნენ ქართველი ერის უმცირესობაში მოქცევას. დაუფარავად განაცხადა „გირჩის“ ლიდერმა – იაგო ხვიჩიამ, თუ როგორ ისურვებდა ქართველების უმცირესობაში მოქცევას.

იყო დრო, როდესაც მიხეილ სააკაშვილი გვიპრდებოდა სინგაპურიზაციას. რა არის სინგაპური და როგორია? არ არსებობს ეროვნება, რელიგია, ენა და ის მნიშვნელოვანი ფუნდამენტური ღირებულებები, რაც ერს შემდგარ ნაწილად ქმნის. არ არსებობს განსხვავებული აზრის მიმართ პატივისცემა და არის მხოლოდ ერთპიროვნული მართველობა. ასეთ ქვეყანად უნდათ გვაქციონ, რომელსაც არცექნება – მამული, ენა და სარწმუნოება.

მართლაც პარადოქსია ის, რაც დღეს ჩვენს თავს ხდება. ქართველი ფემინისტები და მათი გაურკვეველი იდეოლოგია გმობს ცხვრის დაკვლას, მაგრამ მიესალმებიან აბორტს – კაცთა კვლას. აქ ცხვრის დაკვლაში არ არის პრობლემა ლიბერალური საზოგადოებისთვის, აქ ტრადიციაშია მათი წინააღმდეგობა, რადგან კარგად ხედავენ, თუ რამდენი ხალხი არის, თუნდაც ამგვარი დრადიციის მიმდევარი. ისინი გვებუნებიან, რომ რასაც უნდათ იმას იზამენ, რადგან ეს მათუ უფლებაა. მაგრამ არის ის მომენტი, როდესაც საქმე ეხება სხვის თავისუფლებას და ინდივიდუალური ნების გამოხატულებას, ისინი მაშინვე გამოაჩენენ ტოტალიტარულ-კომუნისტურ კლანჭებს.

როგორ ვებრძოლოთ ამ გლობალურ პრობლემას, მართლაც დიდი განსჯის საგანი გახდა. ყველაზე მთავარი სახელმწიფოს როლია ამ საქმეში – გადამწყვეტი, რადგან მათ გააჩნიათ ყველანაირი ბერკეტი იმისა, რომ მოხდეს ჩვენს რეალობაში ამ მომაკვდინებელი პრობლემის მოგვარება.
დავუშვათ და სახელმწიფომ არ მიაქცია ყურადღება, მაშინ ჩვენ, ქართველმა გულანთებულმა მომავალმა თაობამ უნდა ვთქვათ ჩვენი სათქმელი და ავიძულოთ ხეკისუფლება, რომ შეაჩეროს ერის გენოციდი.

გთხოვთ მაქსიმალურად გაავრცელოთ ეს სტატია და მოვემზადოთ ჩვენი ერის გადარჩენისთვის. დღეს ისე ვჭირდებით ჩვენს სამშობლოს, როგორც არასდროს! ჩვენი ბრძოლა უნდა იყოს ყველგან: ქუჩაში, სახლში, ემიგრაციაში, ჯარში, ციხეში, სკოლებში, უნივერსიტეტებში, კალმით და ენით… სიჩუმე დანაშაულია, დანაშაული კი ის ცოდვაა, რომლის მიხედვითაც ჩვენ მომავალი არ გიწერია.
უფალი იყოს ჩვენი შემწე ამ წმინდა საქმეში!

ირაკლი მილაძე

Facebook Comments