გორში მაღაზია გაქურდეს, წაღებულია „ნისიების“ რვეული

0
656
loading...
გორში მაღაზია გაქურდეს, წაღებულია „ნისიების“ რვეული

გორში ტანსაცმლის მაღაზია გაქურდეს.
შემთხვევა კომბინატის დასახლებაში, გორგასლის ქუჩაზე, სავარაუდოდ წუხელ გვიან ღამით მოხდა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ, წინასწარი ინფორმაციით, ქურდები ფანჯრიდან გადავიდნენ და \”ნისიების\” რვეული წაიღეს.

როგორც შსს პრესსამსახურში აცხადებენ, გამოძიება 177 მუხლის მეორე ნაწილის ბ პუნქტით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 3 და 5 წლამდე თავსიუფლების აღკვეთს ითვალისწინებს.

Facebook Comments