„51-ე სკოლის დირექტორი იმყოფება სარალიძის იძულების ქვეშ“

0
1323
loading...
„51-ე სკოლის დირექტორი იმყოფება სარალიძის იძულების ქვეშ“

51-ე სკოლის დირექტორი იმყოფება ზაზა სარალიძის საჯარო მიმართვით გამოწვეული იძულების ქვეშ და აკეთებს შეუსაბამო განცხადებებს. ფაქტია, რომ დირექტორი უფრთხილდება საკუთარ სკამს და 51-ე სკოლაში არსებული \”ბარდაგის\” მიჩქმალვას ცდილობს. ჰკითხეთ ამ ქალბატონს – რა სმენია მას \”საკუთარი\” 51-ე სკოლის \”მაყურებლების\” შესახებ; ობშიაკის აგროვების შესახებ; ფულის, ნივთების და ტანისამოსის წართმევის შესახებ; შეწერებისა და სხვა ძალადობრივი გამოვლინებების შესახებ. ჰკითხეთ დირექტორს – რა სტატისტიკას ფლობს დაჩაგვრისა და ბულინგის გამო მოსწავლეების სხვა სკოლებში გადაყვანის თაობაზე… გვიპასუხოს – რატომ ხდება, რომ მაღალი კლასების ჟურნალებში \”არები\” უმეტესწილად არ იწერება?!. ბოლობოლო, როდესაც ბავშვი სკოაში გაკვეთილებზე სისტემატიურად არ დადის და არას არ უწერენ – ეს ფაქტი \”ბუფეტში ყოფნით და ლობიანსის ჭამით გამოწვეულ დაგვიანებად\” არ უნდა გაასაღო. და ბოლოს – ჰკითხეთ ძველი თბილისის რაიონის პოლიციას – რას გეტყვიან 51-ე სკოლელების მონაწილეობით მომხდარი ჩხუბების, დაჭრების და გაუთავებელი საქმის გარჩევების შესახებ. – წერს ადვოკატი ირაკლი ძაქარეიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე

Facebook Comments