ვინ აფინანსებს გირჩს?

0
1045
loading...
ვინ აფინანსებს გირჩს?

ვინ აფინანსებს გირჩს?

მოგეხსენებათ, რომ ახალი პოლიტიკური ცენტრი-გირჩი 2015 წელს შეიქმნა და თავი საზოგადოებას მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციისა და შემდგომ ლიბერალიზაციის მოთხოვნით დააამახსოვრა. დაარსებიდან დღემდე, ჩვენთვის უცნობია მათი პოლიტიკური იდეოლოგია და საარჩევნო პროგრამა, რადგან საზოგადოებისთვის აღნიშნიული პარტია მხოლოდ მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნასთან ასოცირდება.უკანსკნელ პერიოდში NDI-ს კვლევის შედეგებიც ადასტურებს, რომ გირჩის რეიტინგი 0-1% შორის მერყეობს(გავითვალისწინოთ სოციოლოგიური კვლევის ცდომილების პროცენტიც), თუმცა ის მაინც განაგრძობს არსებობას. ახალგაზრდა ანალიტიკოსები დაინტერესდნენ გირჩის ფინანსური შესაძლებლობებით და ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცია \”საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს\” მიერ შექმნილ ვებ-პორტალზე გადაამოწმეს, სადაც დეტალურად ჩანს შემომწირველთა რაოდენობა და შემოწირული თანხები. როგორც აღმოჩნდა, 3 წლის განმავლობაში ამ პარტიისთვის შეწირული თანხის ჯამმა 775 000 ლარს გადააჭარბა. რაც ყველაზე მნიშვნოლოვანია, საკმაოდ სოლიდურ თანხებს თავად გირჩის ლიდერები სწირავენ პარტიას. ვინაიდან გირჩის რეიტინგი ნულოვანია და სახელმწიფოსგან არ ფინანსდება, ლოგიკურია ეჭვი იმისა, რომ ამ პარტიამ ე.წ \”სატელიტის\” როლი მოირგო და სახელისუფლებო თამაშში ჩაება. აღნიშნულ მოსაზრებას ამყარებს ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიც, სადაც ზაზა სარალიძის მიერ ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნა პარტია გირჩმა და მისმა ლიდერმა-ზურა ჯაფარიძემ(ყოფილი ნაციონალური მოძრაობის წევრი და დეპუტატი) არ გაიზიარა.
აღნიშნულ პარტიას აქვს საკუთარი ფეისბუქ ჯგუფიც, სადაც წევრები გამუდმებით გირჩის ლიბერტარიანულ იდეოლოგიაზე აპელირებენ. ახალგაზრდა ანალიტიკოსებისთვის აღნიშნული ფაქტიც ეჭვს იწვევს, რადგან იმის მიუხედავად, რომ სიტყვის თავისუფლების დამცველებად მიიჩნევენ თავს, სრული დიქტატურა დააწესეს საკუთარ ჯგუფში და განსხვავებული პოლიტიკური იდეოლოგიისა და მსოფლმხედველობის ადამიანებს ბლოკავენ და მთავრობის ბოტებად რაცხავენ.
დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად დეკლარირებულად გირჩის პოლიტიკური პარტიის სტატუსისა, ეს ორგანიზაცია უფრო ქაოტურ სექტას გვაგონებს, სადაც არანაირი პოლიტიკური იდეოლოგია და სამოქმედო გეგმა არ არსებობს. ისინი ქართული ოცნების ფინანსური სახსრებით არსებობენ და მმართველი გუნდის საჭიროების შემთხვევაში ოპოზიციის კრიტიკისთვის იყენებენ.

სტატიის ავტორი: ლიკა პერტაია

Facebook Comments