რა მოხდა სინამდვილეში და რატომ „გაასაღეს“ ნაცემი მამაკაცი რუსად

0
889
loading...
რა მოხდა სინამდვილეში და რატომ „გაასაღეს“ ნაცემი მამაკაცი რუსად

„ის მამაკაცი, ბევრმა რომ სცემა გუდაურში, სინამდვილეში არა რუსეთის, არამედ უკრაინის მოქალაქეა. შესაძლოა, ეთნიკურად რუსია, მაგრამ ეთნიკური ნიშნით ეგ კონფლიქტი არ მომხდარა.
ის იქ პარაპლანის ბიზნესითაა დაკავებული, წლებია, მაგრამ აქამდე არავის უცემია.
წინადღეს ამ ბატონმა თავის მოედანზე ავარიულად დაშვების უფლება არ მისცა ქართველ პარაპლანერს, რომელიც იძულებული გახდა, საკმაოდ სახიფათო ადგილზე დაშვებულიყო. კი გამოძვრა იოლად, მაგრამ ამის ხელიდან განწირული იყო, ვინც ეს საქმე იცის, დამეთანხმება, რომ შესაძლოა, დაშვების შედეგი ძალიან სავალალო ყოფილიყო.
ჰოდა, მეორე დღეს, როცა მოკითხეს, ამ პირმა არათუ თავის მართლება დაიწყო, არამედ აგინა კიდეც მოსულებს, პოლიტიკური ლოზუნგებიც წამოისროლა.
სწორედ ამის შემდეგ მოხვდა. თანაც, მძიმედაა და მანქანა დაულეწესო, ტყუილია.
კადრშიც ჩანს, კონფლიქტის მონაწილეს რომ გამოჰყავს და მანქანაში სვამს.
ჯგუფურად ცემა თავისთავად მარაზმია, მაგრამ ამ თვითგვემამ ხომ მომკლა – რუსი რომ იყო, მაგის გამო არ უცემია არავის.“ – წერს ლაშა ბერულავა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
youtube|https://youtu.be/kZjzkIDZlzI

Facebook Comments