მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დაკავებულია

0
606
loading...
მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დაკავებულია

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დაკავებულია.

აბაზოვი გვიან ღამით პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, რის შემდეგაც, საგამოძიებო უწყებამ მისი დაკავების გადაწყვეტილება მიიღო.

მისი დაკავება მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება, რომელზეც საქართველოს პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს.

მომხდარზე გამოძიება ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 1443 მუხლის მეორე ნაწილის \”ე\” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. სტუდია „მონიტორმა“ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც მამაკაცი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

მან მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა და სინანული სახეზე შარდის წასმით გამოხატა.

თაზო ნოზაძე

Facebook Comments