„ნაცები დივერსიებს აპირებენ, გვარამიას კლანი კი მიშას ჯგუფს დაეჯახა“

0
1349
loading...
„ნაცები დივერსიებს აპირებენ, გვარამიას კლანი კი მიშას ჯგუფს დაეჯახა“

ქვეყანაში იგეგმება მრავალი დივერსიული აქტი, რაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან“ არის მოსალოდნელი. მათი თითოეული მოქმედება იქნება პროვოკაციული და წინასწარ გაწერილი მზაკვრული გეგმით მოქმედება, რომლის მიზანიც ხელისუფლების ხელში ჩაგდება იქნება.
ეს მეთოდი ერთ-ერთი გზაა იმისთვის, რომ პოლიტიკურად გაკოტრებული პარტია მობრუნდეს უკან – მთავრობაში. ყველამ კარგად დაინახა, თუ რა პოლიტიკური მომავალი აქვს ნაც-ხროვას და მის გაშიფრულ არაფრის მაქნის სატელიტ პარტიებს. კარგად დავინახეთ, რამდენიმე ერთეული პარტიის და თითქმის ყველა არასამთავრობო სექტორის ჩატარებულმა აქციამ, თუ როგორი კრახი განიცადა. სასაცილო მასკარადად გადაექცა თითოეული აქცია, რომელიც მათი ხელმძღვანელობით ტარდება.

სრული ქაოსი და აგონიაა ნაცების შიდა სამზარეულოში, რასაც ემატება ის, რომ სააკაშვილს ყელში ამოუვიდა, ამ პოლიტიკური გვამების დაფინანსება. პროტესტი გაჩნდა რუსთავი 2-იც. ადვილი მისახვედრია, რომ მწვავედ არიან დაპირისპირებულები გვარამიას კლანი და მიშას ჯგუფი. ისიც ნათელია, რომ გვარამია რუსთავი 2-ით აშანტაჟებს მიშას ჯგუფს, ამიტომ არის, რომ გვარამია-უდუმაშვილის კლანს დიდი გავლენა აქვს ნაც-სექტაში.
იმასაც უნდა ველოდოთ, რომ უდუმაშვილი და კიდევ რამდენიმე შედარებით სუფთა წევრი გამოეყოს ამ პარტიას და მოხდეს ახალი პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელსაც ვაშაძე ჩაუდგება სათავეში. ამის შემდეგ კი ნაც-ხროვა დაკარგავს მედიას და მას საბოლოოდ მოუწევს დასამარება.

ამ ყველაფრის შემდეგ რას მიიღებს ქართველი საზოგადოება? რასაც მრავალი ექსპერტი ვარაუდობდა, „ქართული ოცნებია“ მოახდენს პოზიციების გამყარებას და მოსახლეობას ამყოფებს იმ განცდით, რომ ნაცებს ქოცები სჯობს, ამიტომ იმ მკვლელებს, ეს უნიათოები ურჩევინათ. ბოლოს წაგებული ქართველი ხალხია, რომელსაც არ აქვს ალტერნატივა ორ უვარგის შორის აირჩიოს მესამე. ოცნებამ შესძლო ის, რომ ნაც-ხროვა გაეხადა პირველ ოპოზიციურ პარტია, რადგან მოსახლეობა მათ მობრუნებას არადროს დაუშვებდა. სცენარს მართავს ივანიშვილი და ჩვენ შეგვიძლია თვალი ვადევნოთ სპექტაკლებს.

ირაკლი მილაძე

Facebook Comments