ექსპერტიზამ მაჩალიკაშვილზე გამაოგნებელი დასკვნა დადო

0
40909
loading...

ექსპერტიზის დასკვნამ, რომელსაც თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი რამდენიმე თვის განმავლობაში ელოდა, პროკურატურა მთავარი მტკიცებულების გარეშე დატოვა. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კრიმინალისტებმა ხელყუმბარაზე მაჩალიკაშვილის თითის ანაბეჭდი ვერ აღმოაჩინეს.

უკვე ოთხი თვეა, ყველა სამთავრობო უწყება ამტკიცებს, რომ 19 წლის ახალგაზრდას სპეცრაზმელმა იმის გამო ესროლა, რომ მას ხელში ხელყუმბარა ჰქონდა და საცხოვრებელი სახლის აფეთქებას აპირებდა, დოკუმენტებით დგინდება, რომ მაჩალიკაშვილს ხელში ხელყუმბარა არ ჰქონდა.

მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ ექსპერტიზის სკანდალური დასკვნის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მთავარი მტკიცებულება გაბათილდა.

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, სპეცრაზმელები მაჩალიკაშვილის მობილურმა ტელეფონმა შეაშინა, რომელიც მას ხელში ეჭირა, ან 19 წლის ახალგაზრდას ოთახში შესვლისთანავე საფრთხის იდენტიფიცირების გარეშე ესროლეს.

მაჩალიკაშვილების ოჯახიდან ამოღებული ხელყუმბარის ვალიდურობის საკითხს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ აყენებს.

არსებობს ვარაუდი, რომ ხელყუმბარა მაჩალიკაშვილების სახლში საერთდ არ ყოფილა და ის სამართალდამცველებმა ჩაუდეს.

პანკისის ხეობის უხუცესები მტკიცებულებების ფალსიფიკაციის მცდელობაზე ალაპარაკდნენ. ხეობა დამნაშავეების დასჯას მოითხოვს.

Facebook Comments