კასპიდან უცხოეთში გახიზნული ქართველობა და დაფასებული ჩინელი მოსახლეობა

0
5350
loading...


​საზოგადოებას მინდა ვაცნობო, თუ რა კატასტროფული მდგომარეობაა ჩემს ქალაქში – კასპში. სრული განუკითხაობა, გარიყული ქართველობა და ხელოვნურად შექმნილი მდგომარეობა, რომ ქართველი კაცი აიყაროს ამ მიწიდან და საზღვრებს გარეთ გადაიხვეწოს. ზუსტად ეს პოლიტიკა მიმდინარეობს, რომლის ხელშემწყობი, რაღა თქმა უნდა, ჩვენი სასახელო მთავრობაა. მთავრობა არ აკონტროლებს შრომითი კოდექსის იმ მნიშვნელოვან ნიუანსებს, რომლითაც დასაქმებული მუშა უნდა იყოს ღირსეულ გარემოში. ამ მუშებს არ იცავს არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიცია და ფროფკავშირები. დიახაც, ქვეყანაში არის სრული ქაოსი, რომლის მიხედვითაც ერს ემუქრება გადაჯიშება, გადაგვარება და გაქრობა. 


კასპის ცემენტის ქარხანაში დასაქმებულია 500-მდე მუშა. არ არსებობს უსაფრთხოების ზომების დაცვითი მექანიზმები. რამდენიმე წლის უკან მეზობელი დამეღუპა ქარხანაში, ოჯახს კი მიზერული თანხა გადაუგდეს, რომ არ გახმაურებულიყო. მათი ხელფასები ძალზედ მიზერულია. მიმდინარეობს დაშინება, თუ პირობების გაუმჯობესების მიზნით ხმას ამოიღებენ, აშანტაჟებენ, რომ ისინი დატოვებენ სამსახურებს.

ახალი ქარხნის მშენებლობაზე დასაქმებულია 500 ჩინელი მოქალაქე, რომელთა სახელფასო ანაზღაურებაც 60$-ია. სამსახურებში არ იღებენ ქართველებს და ყოველდღიურ რეჟიმში ხდება ახალი ნაკადის მიღება ჩინეთიდან. ჩინური დასახლების მიმდებარედ არის დაცვის სამსახური, რომლებსაც ამ მუშების უსაფრთხოება ევალებათ, მათი სახელფასო ანაზღაურება შეადგენს 250 ლარს.  როგორც დაცვის წევრები საუბრობენ, მათ ყოველი თვის ბოლოს აკლებენ ხელფასს და 200 ლარსაც კი ვერ იღებენ.


ეს არის თანამედროვე მონობა, რომლის შემოქმედებიც თავად ჩვენ ვართ! როდემდე უნდა ვიყოთ ჩმორები?! როდემდე უნდა გვაფურთხონ სულში?! არ გრცხცენიათ ეს დამცირება?!

ირაკლი მილაძე

Facebook Comments