ნიკა გვარამიამ დაჭერის შიშით ბოდიში მოიხადა

0
5348
loading...


რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აქციაზე მომხდარ ინცინდენტს, რა დროსაც ქალს ხელით შეეხო და აგინა, ეხმაურება და მომხდარის გამო ბოდიშს იხდის.

“ბოდიშის მოხდა არ ტეხვს და ზოგჯერ ყველაზე მძიმე შეცდომების წამალია.
აი, მე, მაგალითად, ბოდიშს ვუხდი იმ ქალბატონს, ვინც აქციიდან გავაგდე – არც მიცემია (არც ის და არც სხვა რომელიმე ქალი ცხოვრებაში), სრულიად დარწმუნებული ვარ იქ აქციის ჩასაშლელად იყო მოვლენილი. მაგრამ ქალი იყო მაინც და არც უნდა მეყვირა და მეგინებინა და არც უნდა მეჯიკავა. ყველა შემთხვევაში თავი უნდა შემეკავებინა.

ბოდიში ქალბატონო მთვარისა”, – წერს ნიკა გვარამია.

Facebook Comments