როგორ დასაჯა მამამ ძიძა, რომელიც ბავშვზე ძალადობდა

0
4255
loading...

ერთ დღეს ბავშვის მშობლებმა შენიშნეს, რომ ძიძასთან ყოფნის შემდეგ მათი შვილი უცნაურად იქცეოდა. პატარას ტანზე სისხლნაჟღენთები ჰქონდა და ცალი ფეხით კოჭლობდა. 
მშობლებს ბევრი არ უფიქრიათ და სახლში ფარული კამერა დაამონტაჟეს. 
კამერის ჩანაწერებმა დაადასტურა მშობლების ეჭვი, რომ ძიძა ბავშვს სცემდა და სასტიკად ეპყრობოდა. 
22 წლის ძიძა დააპატიმრეს და ბრალი წაუყენეს. თავდაპირველად, მას 15-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა, მაგრამ გოგონამ მოახერხა, მოსამართლისთვის თავი შეეცოდებინა და საბოლოოდ, 3-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ბავშვის მამას მოსამართლის განაჩენი არ მოეწონა და მართლმსაჯულების საკუთარ ხელში აღება გადაწყვიტა. ახალგაზრდა მამაკაცი მოძალადე ძიძას იმავე მეთოდით გაუსწორდა, როგორც ის მის შვილს უსწორდებოდა. რა თქმა უნდა, მამას ბრალი წაუყენეს, თუმცა სასამართლო მისთვის ჯარიმის გამოწერას დასჯერდა.

Facebook Comments