ასტროლოგთა რჩევა ფულის ხშირ თვლასთან ფაკავშირებით

0
1215
loading...

„მე პირადად არაფერი მაქვს სხვადასხვა რიტუალების, მათ შორის არც ფენშუის საწინააღმდეგო, მაგრამ მის პარალელურად ასტროლოგიას თუ გაითვალისწინებთ, შედეგები უფრო მაღალი გექნებათ მუდამ!
 რაზე ვსაუბრობ? ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ და საჭირო  თემაზე – ფულზე. 

ძალიან ხშირად ვაწყდები სტატიებს, რომლებიც ჩაგვჩიჩინებენ რა ფერის საფულეში უნდა შევინახოთ ჩვენი თანხები, ან დღეში რამდენჯერმე რომ უნდა ვითვალოთ…

 ძალიან კარგი! ( ფერებზე საერთოდ სხვა დროს ვისაუბრებ..:) ) უნდა ითვალოთ და რაც შეიძლება მეტი დეტალიზაცია – გათვლები გააკეთოთ ფულად საკითხებში, თუ თქვენი მე-2 სახლის კარიბჭე ქალწულით იწყება, ან თხის რქით. კუროც  ამ რიგში შევა. მაგრამ, თუ ეს სახლი თევზებით იწყება? ან ნეპტუნი ზის იქ?  რამდენჯერაც დაითვლი, იმდენი უკუღმა წაგივა საქმე.  ინტუიციურად უნდა იცოდე – „მაქვს ბევრი ფული” ან- ” მაქვს რაღაც თანხა”, ან ჯანდაბას – ” ცოტა ფული მიგდია მგონი სადღაც”…

 მო-ეშ-ვით თვლააას მე-2 სახლი მერწყულიანებიც. ურანი თუ გიზით იქ, მოეშვით. იუპიტერსაც არ უყვარს დაწვრილმანება.“

Facebook Comments