კრიშტიანო რონალდუს 2 წლიანი პატიმრობა და 18.8 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა

0
1116
loading...

14 ივნისს, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, “საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატი -2018” დაიწყო, რომელიც 15 ივლისამდე გაგრძელდება.

15 ივნისს, პორტუგალიის გუნდს და ესპანეთის ნაკრებს შორის შეხვედრა, ანგარიშით 3:3 დასრულდა. მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონლდუ, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე, პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელია, მთავარი გმირი გახდა –  88- წუთზე, ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ესპანეთის ნაკრების კარში, მესამე გოლი გაიტანა, რითაც გუნდს, 1 ქულა მოუტანა! 

რონალდო, ამ გამარჯვებით აღფრთოვანებული იყო, რომ არა სასამართლო უწყება, მადრიდის პროკურატურიდან – ფეხბურთელს, გადასახადების გადაუხდელობის გამო, 2 წლიანი პატიმრობა და 18,8 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა. 

საგენტო “El Mundo”-ს ინფორმაციით, საგადასახადო ინსპექცია, იუწყება, რომ რონალო, მალავს გადასახადებს და მას 14,7 მილიონი ევროს გადასახადები დაუგროვდა.  ფეხბურთელს, 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, მაგრამ ადვოკატების მოლაპარაკების შედეგად, სავარაუდოდ მხოლოდ გადასახადების გადახდა მოუწევს. 

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს, 13 ივნისს,  მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელს, კრიშტიანუ რონალდუს, გადასახადებისაგან თავის არიდების გამო, მადრიდის პროკურატურამ, ბრალი წაუყენა. 

პროკურატურის ცნობით, კრიშტიანუ რონალდუმ, 2011-2014 წლებში, სახელმწიფო ხაზინაში 14.7 მილიონი ევრო არ გადაიხადა და მოგების დასამალად, 2010 წელს, მის მიერ შექმნილი, სააქციო საზოგადოება გამოიყენა.

27 მაისს ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელმა გამოძიებასთან ითანამშრომლა და თანხის გადახდაზეც დათანხმდა.


წყარო: „პრაიმტაიმი“

Facebook Comments