„რაც ზაზა სარალიძეა, ის თავისი მჩაგვრელი შვილი იყო“

0
59342
loading...


“გარდაცვლილი დავით სარალიძე ჩემს შვილიშვილს – სანდრო სუბელიანს და მის მეგობარს, თემურ ჩოგოვაძეს ჩაგრავდა და ატერორებდა. სარალიძე სკოლაში ცნობილი იყო, როგორც პატარა ბავშვების მჩაგვრელი! დავით სარალიძე 175 სმ.  სიმაღლის იყო და 176 კიგოგრამს იწონიდა, მაშინ როდესაც ჩემი შვილიშვილი 14 წლისაა და 40 კილოს იწონის. დავით სარალიძე ბავშვებს თავში ურტყამდა და უბღვერდა. ამ ნიადაგზე  კონფლიქტი ჩემს შვილიშვილს, მის მეგობარსა და სარალიძეს შორის დიდი ხნის მანძილზე გრძელდებოდა. სარალიძეს და მისი ჯგუფის წევრებს სკოლაში დამყარებული ჰქონდატ ე.წ. “რეჟიმი.” ისე იყვნენ გათავხედებულები, რომ პედაგოგებსაც მასხრად იგდებდნენ, ხანდახან მათ პანჩურებსაც ურტყამდნენ, მაგრამ კაციშვილი ხმას ვერ სცემდა!..  ყველაფერი დაიწყო 51-ე სკოლის ტუალეტში: – დავით სარალიძემ და მისმა ძმაკაცებმა, ჩემს შვილიშვილს, სნდრო სუბელიანს და მის მეგობარს – თემურ ჩოგოვაძს დაუპირეს “დაჩმორება.” ჩოგოვაძეს ეუბნებოდნენ, ტუალეტში თავს ჩაგაყოფინებთო, ამაზე ჩემი შვილოიშვილი აყვირდა, რომ ეს არ გაეკეთებინათ. ჩემმა შვილიშვილმა დავით სარალიძეს და მის ძმაკაცებს წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც სარალიძის ერთ-ერთმა ძმაკაცმა პნევმატური პისტოლრეტი ამოიღო და სახეში ესროლა. ამ დროს უცებ ტუალეტში ვიღაც შემოვიდა (პედაგოგი ან მოსწავლე) რის შემდეგაც სარალიძემ და მისმა ყოჩებმა შეწყვიტეს ჩაგვრა. მათ მკაცრად უთხრეს ჩემს შვილიშვილს და ჩოგოვაძეს – “გაკვეთილების მერე გნახავთ და დედებს @@@@@@@@ვთო.” ჩემმა შვილიშვილმა სანდრო სუბელიანმა დაურეკა თავის დეიდაშვილს (ჩემი მეორე ქალიშვილის შვილს) მიხეილ კალანდიას და უთხრა: – “მიშა, ესენი გაკვეთილების მერე ცემას გვიპირებენო.”  მიხეილ  კალანდია მაშინ არასრულწლოვანი იყო 17 წლის და საჩხუბრად არ წასულა – დასალაპარაკებლად წავიდა. მიშა კალანდია რაგბისტი იყო, ფიზიკურად ძლიერი გახლდათ და ხუთ კაცს ისე სცემდა, რომ არ გაუჭირდებოდა. კალანდია საჩხუბრად რომ წასულიყო, ორმოცდაათ ძმაკაცს წაიყვანდა, მაგრამ სამი ძმაკაცი წაიყვანა მხოლოდ.  მიხეილ კალანდია იცნობდა დავით სარალიძეს  და არაერთხელ ყავდა გაფრთხილებული, რომ მას და მის ძმაკაცებს  შეეწყვიტათ ბავშვების ჩაგვრა. იმ ავბედით დღს, გაკვეთილები რომ დამთავრდა, შეხვდნენ ერთმანეთს და დაიწყეს ლაპარაკი. საქმეში ჩაერთო მანდატური, ბავშვებმა სკოლის ეზოდან გადაინაცვლეს ხორავას ქუჩაზე, სადაც გაგრძელდა საქმის გარჩევა. ბავშვები დაშოშმინდნენ, თითქოს რაღაცაზე შეთანხმდნენ და დამთავრებული იყო ყველაფერი, მაგრამ დავით სარალიძემ, რომელიც სიგარეტს ეწეოდა – სიგარეტი ცერა თითსა და საჩვენებელ თითს შორის გამოიმწყვდია და წკიპურტით ესროლა სახეში გიორგი ჯანაშიას, რომელიც ჩემს შვილიშვილს მიშა კალანდიას  თან ახლდა.  ანთებული სიგარეტი ჯანაშიას ცხვირსა და თვალს შორის მოხვდა.  გაკვირვებულმა ჯანაშიამ ჰკითხა – “რას შვებიო?!” ამის პასუხად სარალიძემ ჯანაშიას დაარტყა და გაიგდო წიხლქვეშ. ატყდა ჩხუბი, რომელშიც ყველა ჩაერთო. დავით სარალიძე იმხელა იყო, რომ ვერ მოერივნენ. ჩხუბში ჩაერთვნენ სარალიძის ძმაკაცებიც, რომლებიც ოთხნი იყვნენ. 51-ე სკოლის დირექტორი რომ გაიძახის – “სარალიძე ყველას უყვარდაო…” თუ უყვარდათ, დაჭრილი და დასისხლიანებული რატომ მიატოვა ყველამ და რატომ გაიქცნენ?!  მანამდე კი, ჩემი შვილიშვილის თანმხლები მენაბდე,  სარალიძემ და მისმა ძმაკაცებმა ჩხუბში დაჭრეს და ის იქიდან თავისით წავიდა… ცხონებულ ლევან დადუნაშვილს ძალიან კარგად  ახასიათებდნენ. ის არავის ჩაგრავდა და არავის აწუხებდა, მიუხედავად იმისა, რომ დავით სარალიძის ყოჩებთან მეგობრობდა. ჩემი ინფორმაციით, ლევან დადუნაშვილი მეცადინეობიდან  ბრუნდებოდა, როდესაც იმ სისხლიანი დაპირისპირების ფინალს შეესწრო.  სასიკვდილოდ დაჭრილი სარალიძე ძირს ეგდო, მიშა და მისი ძმაკაცები გარბოდნენ, როდესაც მათ წინ შეეფეთათ ლევან დადუნაშვილი. ის ერთი დანით არის მოკლული, რომელსაც პირდაპირ გულში მოხვდა დანა. ეხლა რომ გაიძახის ზაზა სარალიძე – “ციხეში ჩასვით ჩემი შვილის მეგობრები, რატომ მიატოვეს და არ დაეხმარნენ ჩემს შვილსო” – იმის ანალიზს რატომ არ აკეთებს ზაზა სრალიძე – რატომ არავინ დაეხმარა მის შვილს?! მისი შვილის მიზეზით მოხდა ის უბედურება, რადგან – რაც ზაზა სრალიძეა, მის შვილსაც ისე ზრდიდა!“  

 წერს ბორის კაკუბა

Facebook Comments