უცხოელებზე მოქალაქეობის ადვილად არ გაცემაზე დიასპორის კომეტიტეტისგან მხარდაჭერა მოხდა

0
2804
loading...

როგორც იცით ზვიად ტომარძე დიდი ხანია იბრძვის დემოგრაფიის გაუმჯობესებისათვის, რაც დღეისათვის დიდი პრობლემაა საქართველოსთვის.  მის სახელთან უამრავი კანონპროექტია დაკავშირებული, რომლებსაც საქართველოზე და ქართველ ხალხზე  უანგაროდ აკეთებს. ფერეიდნელ ქართველებზე აღარ ვისაუბრებთ, თუ როგორ გულმოდგინედ უდგას სათავეში ზვიადი, და როგორ ცდილობს მათ  დაბრუნებას ძირძველ მიწაზე.

„ახლა დავბრუნდი პარლამენტიდან, სადაც “მოქალაქეობის შესახებ კანონის” განხილვაზე დიასპორის კომიტეტმა,  მე და ემზარ კვიციანს, ჩვენს მიერ დაყენებულ ორივე საკითხში მხარი დაგვიჭირა!

ჩვენი საკითხები:

1. საგამონაკლისო წესით უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის (სპორტის და ხელოვნების გარდა) საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების დროს სავალდებულო იყოს ქართული ენის და საქართველოს ისტორიის ცოდნა.

2. საგამონაკლისო წესის საფუძვლების ჩამონათვალიდან ამოღებულ იქნეს: ეთნიკური უმცირესობები.

ხვალ იურიდიულ კომიტეტშია ამ კანონის განხილვა.“ – წერს ზვიად  ტომარაძე

Facebook Comments