24 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

0
2626
loading...

ვერძი

ეს დღე პროვოკაციასა და სიმკაცრესთან ასოცირდება. კრიტიკული მოვლენები გელოდებათ. იძულებული გახდებით, ემოციურად იმოქმედოთ, ინერვიულოთ და შესაძლოა, გზიდანაც გადაუხვიოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, კონცენტრირდეთ მიზანზე, მიიღოთ გადაწყვეტილებები და არავის მოახვიოთ თავს საკუთარი საქმეები


კურო
ამ დღეს ურთიერთობები, შეხვედრები და ახალი ნაცნობობა მოგიწევთ. შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში ახალი, მნიშვნელოვანი და ძვირფასი ადამიანი გამოჩნდეს, რომელიც თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის. ეჭვი ნუ შეგეპარებათ ადამიანში, რომელსაც ამ დღეს გაიცნობთ. საკმარისია, საკუთარ თავში აღმოაჩინოთ ძალები ცხოვრების ჩვეული რიტმის შესაცვლელად. შესაძლოა, ეს მავნე ჩვევებზე უარის თქმაც იყოს.


ტყუპები
მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობა შესანიშნავად აეწყობა. შვილი აუცილებლად გადაგიხდით მადლობას დახმარებისთვის და შეეძლება, თქვენი იმედები გაამართლოს. ყველაფერი ურთიერთპატივისცემაზე იქნება დამყარებული. თუკი მოგწონთ მეგობრებთან ურთიერთობა, მხიარულება და ჭორაობა, ამ სიამოვნებას უდავოდ მიიღებთ.


კირჩხიბი
როგორც არ უნდა განვითარდეს თქვენი ცხოვრება, ეს დღე შესანიშნავ მოგონებებს დაგიტოვებთ, საინტერესო და უჩვეულო აღმოჩნდება თქვენთვის. თუკი სახლში ჯდომას გადაწყვეტთ და ცვლილებების შეგეშინდებათ, შეცდომას დაუშვებთ და ბევრს დაკარგავთ.


ლომი
ეს დღე შესანიშნავია საკუთარი იდეების დასამტკიცებლად და მომავლის დასაგეგმად. კარგი იქნება, თუკი მეგობრებთან, ნათესავებთან და სპონსორებთან ურთიერთობებს გაამყარებთ.


ქალწული
პირად ცხოვრებაში უსიამოვნო მოვლენები გელოდებათ. ასევე, არ გამოირიცხება პრობლემები პროფესიულ საქმიანობაში. ისწავლეთ საკუთარ ინტერესებში ნეგატიური მომენტებით სარგებლობა. სწორად აღიქვით სიტუაცია იმისთვის, რომ ნებისმიერი დაბრკოლება აირიდოთ თავიდან.


სასწორი
სერიოზული პროვოკაციები და იმედგაცრუებები გელოდებათ, განსაკუთრებით სიყვარულში. ყველაფერი თქვენს წინააღმდეგ არის. ურთიერთგაგება ახლობელ ადამიანებში აბსოლუტურად გაქრება. არ გამოირიცხება კამათიც. ვარსკვლავები გირჩევენ, ამ დღეს განსაკუთრებით ფრთხილი იყოთ, რადგან არ გამოირიცხება ტყუილი და უნდობლობა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებზეც ძალიან ხართ დამოკიდებული.


მორიელი
რეგულარული ფინანსური ქმედებები წარმატებით დასრულდება, თუმცა, საკუთარი შემოსავლის აქტიურად დაცვა მოგიწევთ. იყავით ყურადღებით პარტნიორის არჩევისა და კონტრაქტზე ხელმოწერის დროს. შეადგინეთ საკუთარი ქმედებების დეტალური გეგმა და შეეცადეთ, დასახული გზიდან არ გადახვიდეთ.


მშვილდოსანი
თქვენში ორგანიზატორული შესაძლებლობები მნიშვნელოვნად განვითარდება, რაც მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. ნუ შეგეშინდებათ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება და ინიციატივების გამოჩენა. თქვენი სწრაფვა, იყოთ წამყვან როლში კოლექტივში, წინსვლასა და წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.


თხის რქა
შესაძლოა, ოჯახში პრობლემები შეგექმნათ მშობლებთან ურთიერთობაში ან უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. დაინტერესდებით ემიგრაციის თემით და შესაძლოა, საცხოვრებელი ადგილის შეცვლაზეც იფიქროთ. არ ღირს საკუთარი ხელმოწერის დაფიქსირება ხელშეკრულებებზე.


მერწყული
დილიდან შეგიძლიათ სხვადასხვა სახის საქმიანობით დაკავდეთ. ამასთანავე, შეძლებთ სახლიდან გაუსვლელად მართოთ საქმეები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები თქვენთვის პრიორიტეტული იქნება. ვარსკვლავები გირჩევენ, კარგად გაერკვეთ ინფორმაციებში, ანგარიშებსა და წერილებში. დაამყარეთ ურთიერთობები საჭირო ადამიანებთან.


თევზები
დილიდან დაბრკოლებები გელოდებათ. ყველაფერს გააკეთებთ იმისთვის, რომ თქვენი მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს, თუმცა, ამასთანავე, სასიყვარულო რომანზეც არ ამბობთ უარს. ყველაზე ცუდ ვარიანტში, თქვენი გეგმები იქნება არარაციონალური. არადა, თქვენი ფინანსური საქმიანობა ეკონომიკურ მიდგომას მოითხოვს.

Facebook Comments

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here