გაიგეთ, თუ რას აპირებენ სტუდენტები 12 აგვისტოს

0
3466
loading...

სტუდენტები 12 აგვისტოს აღმაშენებელზე მაშტაბურ ღონისძიებას გეგმავენ.

„მინდა მოგაწოდოთ შესანიშნავი იდეა.
არ დაიზაროთ და გთხოვთ ყველამ ბოლომდე წაიკითხეთ.
როგორც მოგეხსენებათ, 12 აგვისტოს არის ქართველი ერისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საამაყო გამარჯვების დღე – დიდგორი – ძლევაი საკვირველი.
მრავალი საამაყო და დასამახსოვრებელი ფაქტი გვაქვს, ჩვენ ქართველებს ისტორიის მანძილზე, მაგრამ დავით აღმაშენებლის ეპოქა აქედან ყველაზე დიდი მართველობის ხანაა საქართველოს ისტორიაში. სრულებით შეცვალა, როგორც ქართული, ისე ევროპული რეალობა მეფეთ მეფემ დავითმა.
ჩვენ, ქართველი საზოგადოება კი ვალდებული ვართ, სათანადოდ დავაფასოთ წინაპართა სისხლი და თავდადება! ვასწავლოთ ჩვენს შვილებს, თუ როგორი დიდებული წინაპრები გვყოლია და როგორ იბრძოდნენ სამშობლოსთვის და დიდებული ქართველი ერისთვის.
არ არსებობს მომავალი წარსულის გარეშე! სწორედ ამიტომ, ქართველმა ახალგაზრდებმა (სტუდენტებმა) გადავწყვიტეთ დიდი დღესასწაულის – დიდგორობის აღნიშვნა და მისი ორგანიზება. ჩვენი სურვილია, რომ 12 აგვისტოს ავღნიშნოთ ისე, როგორც არასდროს.
ვიკრიბებით: თბილისი, „მუშატაეთის“ ბაღი, 11 საათი. 12 საათზე მოხდება მსვლელობა აღმაშენებლის გამზირზე. დავით აღმაშენებლის ხატით გაუძღვება მსვლელობას წინსაწარ შერჩეული 2 მონაწილე. (თემატურია ამ გამზირზე მსვლელობა, რადგან ეს ქუჩა ატარებს ჩვენი წმინდანი მეფის სახელს) მშვიდობიანი მარშით გავივლით ქუჩას, რა თქმა უნდა, პატრიოტული შეძახილებით და ეროვნული ატრიბუტიკით. (დროშები: საქართოველოს ხუთ ჯვრიანი, სამფეროვანი, დიდგორის და ა.შ.) მოხდება ჩვენი საბოლოო შეკრება „9 აპრილის“ ბაღში, საიდანაც გავემართებით დიდგორის ველისკენ. (ჩარიცხული თანხიდან გამომდინარე გადაწყდება ტრანსპორტის უფასო მომსახურებაც.)
დიდგორის ველზე ავალთ, დავანთებთ სანთლებს და შემდეგ უკვე დავბანაკდებით. მოხდება მზადება საღამოსთვის, სადაც ჩვენ გავმართავთ პატარა ღონისძიებებს: ქართულ ცეკვებს, სიმღერებს, კოცონთან ლექსების წაკითხვას და ა.შ. (სურვილის შემთხვევაში ღამის თევით.)
ვიწვევთ ყველას, ვისაც სამშობლოსთვის გული უძგერს. მნიშვნელობა არ აქვს ეროვნებას, რელიგიას და იდეილოგიურ კუთვნილებას. გეპატიჟებით ყველა ასაკის და სქესის წარმომადგენელს, ვისაც საქართველო გიყვართ და ეს დღე თქვენთვის მნიშვნელოვანია.
სასტიკად ვემიჯნებით ყველა პოლიტიკურ პარტიას, რადგან მათი შელახული სახელი მიზეზი იქნება იმისა, რომ მოხდეს ჩვენი უანგარო და სამშობლოზე შეყვარებული ახალგაზრდების დისკრედიტაციისა.
ვემიჯნებით ძალადობას, დამცირებას და ექსტრემისტულ ორგანიზაციებს! ჩვენთვის მისაბაძი და საამაყოა, მხოლოდ ქართული და ქართველთა ნამოღვაწარი!
თითოეული მოქალაქე, ვინც ფიქრობს, რომ ჩვენ ეს დიდი გამარჯვება უნდა ვიზეიმოთ, მაშინ მობრძანდით და ერთად ვთქვათ – მადლობა დავით!
გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არ ვართ ორგანიზაცია, არ ვართ პარტია და არანაირი სხვა გაერთიანება, ამიტომ ჩვენ არ გაგვაჩნია ფინანსები, რომლითაც შევძლებთ ამ პროექტის განხორციელებას. (დროშების, ბანერების, ხატის და მასისურების ყიდვას. ყველაზე მთავარი კი ტრანსპორტირებაა) ამიტომ, ვისაც რისი საშუალება გექნებათ გთხოვთ ჩაგვირიცხოთ მითითებულ რეკვიზიტზე და პირადობის ნომერზე, რომელზე ჩარიცხვაც საქართველოს ბანკიდან და ყვითელი აპარატებიდანაც შეგეძლებათ: GE46BG0000000919821300 —— 24001001385 – მიმღები – ლალი. თ
ჩვენ დაგიმტკიცებთ, რომ საქართველო არ არის მხოლოდ პლან-ქეშების, პიდარასტების და კლუბ „ბასიანელების“ ქვეყანა! მოგვენდეთ, დაიჯერეთ, რომ საქართველოს ნათელი მომავალი არ გამქრალა! საქართველოს ნათელი მომავალი ჩვენ ვართ, ქართველი ახალგაზრდები!!!
აკრძალულია ყველანაირი შეუსაბამო ნივთი, როგორებიცაა: იარღი, დანა, ნიღბები და ა.შ.
თუ მოგწონს იდეა და ფიქრობ, რომ ეს აუცილებლად უნდა მოხდეს, მაშინ გააზიარე, რომ უფრო მეტმა გაიგოს ამ უპრეცედენტო მოვლენის შესახებ. ჩვენ უკვე დავიწყეთ მზადება.
უფალი იყოს ჩვენი შემწე, ამ წმინდა საქმეში!“

Facebook Comments