27 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

0
815
loading...


ვერძი
სულსწრაფი ხართ და ამის გამო საქმეს ბოლომდე ვერ მიიყვანთ, რადგან ავტორიტეტის მოპოვებისკენ ისწრაფვით და მბრძანებლობთ. შესაძლოა, გახდეთ აგრესიული, დიპლომატიისა და კომპრომისის ნაცვლად ძალადობას მიმართოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ნუ იქნებით იმპულსური, მიიღეთ გამოცდილი ადამიანების რჩევები, წინააღმდეგ შემთხვევაში რთულ სიტუაციებს ვერსად გაექცევით.

კურო
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ეჭვები შეიპყრობთ და ახლობელი ადამიანების მხარდაჭერის იმედი ექნებათ. იმისთვის, რომ თავდაჯერებული იყოთ, უნდა იცოდეთ, რომ ახლობლები ყოველთვის დაგეხმარებიან და გაგაძლიერებენ.

ტყუპები
ეს დღე შესანიშნავია კომუნიკაციისთვის, მოლაპარაკებებისთვის, ნაცნობობისთვის და შენაძენის გასაკეთებლად. თუკი გეგმების განხორციელებას ვერ ახერხებთ, ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანეთ. გამომგონებლური ნიჭი – ეს ის არის, რაც გჭირდებათ და რაც წარმატებამდე მიგიყვანთ.

კირჩხიბი
ამ დღეს არ გამოირიცხება უსიამოვნებები. მაგალითად, სწრაფად მოგიწევთ ნათესავებთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრა ან პარტნიორებთან ურთიერთობების გარკვევა. ასევე, შესაძლოა, კანონთან მოგიწიოთ დაპირისპირება. მსგავსი უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად, შეეცადეთ, ფხიზელი გონებით შეაფასოთ საკუთარი თავი და ქმედებები. ზედმეტმა თავდაჯერებულობამ, შესაძლოა, დაგაზარალოთ.

ლომი
არსებულ შესაძლებლობებს შესანიშნავად გამოიყენებთ, ოღონდ არა თქვენს სასარგებლოდ. ახალ კომპანიონთან ურთიერთობა წარმატებით ჩაივლის და პროექტზე მუშაობასაც, ასევე, წარმატებით დაასრულებთ. მიიღეთ სიტუაცია ისეთი, როგორც არის. ამ შემთხვევაში სრულიად მოულოდნელად მიიღებთ უნიკალურ შანსს საკუთარი თავის წარმოსაჩენად.

ქალწული
ამ დღეს მნიშვნელოვან საქმეებში მიიღებთ მონაწილეობას ან ნებისმიერ სფეროში წარმოუდგენელ ძალისხმევას გამოიჩენთ. თქვენი დავალებაა – ადამიანებში ნამდვილი ენთუზიაზმი გააღვიძოთ, რასაც შესანიშნავად გაუმკლავდებით.

სასწორი
სასწორების ცხოვრებისეული პოტენციალი უმაღლეს დონეზეა. კომერციულ საქმიანობაში და აზარტულ თამაშებში წარმატება გელოდებათ. მეცნიერ და მკვლევარ სასწორებს ამ დღეს წარმოუდგენლად გაუმართლებთ. თუმცა, ამისთვის აუცილებელია გავლენიანი ადამიანებისა და პარტნიორების მხარდაჭერა. შეგიძლიათ, თამამად გარისკოთ.

მორიელი
დღის პირველი ნახევარი შესანიშნავია მოლაპარაკებებისთვის და დოკუმენტებზე ხელმოსაწერად. ამ დღეს გააცნობიერებთ, რომ პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე მოქმედება გაგიჭირდებათ. შეეცადეთ, წარმატებას წარმოუდგენელი შრომითა და მოთმინების უნარით მიაღწიოთ.

მშვილდოსანი
ეს დღე მოულოდნელობასთან ასოცირდება. დაიბრუნებთ ვალებს, რომელთა მიღების იმედი უკვე აღარ გქონდათ. ნუ დაელოდებით ზღვასთან ამინდს. ვარსკვლავები გირჩევენ, თანხები მომგებიან ბიზნესში დააბანდოთ. პრობლემურია? რა თქმა უნდა, პრობლემურია! მაგრამ სამაგიეროდ, თქვენ სიტუაციას გააკონტროლებთ და ეს უკვე სოლიდურად ჟღერს.

თხის რქა
ახლად გაცნობილ ადამიანებთან კამათი და უთანხმოება მოგიწევთ. შესაძლოა, ისეთი ადამიანი გაიცნოთ, რომელიც თქვენს ცხოვრებაზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს. მოერიდეთ შემთხვევით ნაცნობობას და ფინანსურ ავანტიურებს.

მერწყული
თქვენი უხასიათობისა და ცუდი განწყობის მიზეზს ამ დღეს დაადგენთ. არამყარი ურთიერთობები საბოლოოდ დაიმსხვრევა. შეგიძლიათ, მარტივად მიხვდეთ, ვის აქვს სუფთა სინდისი ირონიული ღიმილისა და ბრძნული აზრების ციტირების მიღმა.

თევზები
სამსახურში, შესაძლოა, სერიოზული პრობლემები შეგექმნათ. თქვენი ინტუიცია, როგორც ყოველთვის, დაგეხმარებათ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, ხოლო სირთულის ერთობლივად გადალახვის სურვილი მთელ კოლექტივს გააერთიანებს. მთავარია, არ იზარმაცოთ, რადგან სიზარმაცე ნეგატიურად აისახება თქვენს მუშაობაზე. მოერიდეთ სერიოზულ კონფლიქტებს როგორც სახლში, ისე სამსახურში.

Facebook Comments