რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები თამარ მეფის დროიდან დღემდე

0
1105
loading...

რუსეთი საქართველოს მეზობელი, დიდი ტერიტორიის და გავლენის მქონე ქვეყანაა. დღესდღეისობით საქართველოსა და რუსეთს შორის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობაა. რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, ამასთანავე იყენებს «მცოცავ ოკუპაციას». ამის მიუხედავად იყო მცდელობები რომ ურთიერთობა გამოგვესწორებინა, მაგრამ ნაკლებად შედეგიანი აღმოჩნდა.
რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობა XII საუკუნიდან იწყება, როდესაც 1186 წელსსაქართველოს სამეფო დარბაზმა საქართველოში მოიწვია იური ანდრიას ძე ბოგოლიუბსკი, (გიორგი რუსი) თამარის თანამეცხედრედ. იური ანდრიას ძე საქართველოში ჩამოსვლის უმალ ფეოდალური შინაკლასობრივი ბრძოლების ქარცეცხლში მოექცა. იური ანდრიას ძის, როგორც მეფე-ქმარს, ფუნქცია მკვეთრად იყო განსაზღვრული და ძირითადად ლაშქრის მეთაურობით ამოიწურებოდა. თამარის ისტორიკოსების მიხედვით, რუსი უფლისწული უზნეო გამოდგა, ამის გამო იგი ჩამოაშორეს თამარს და საქართველოდან გააძევეს (1187-1188). მასთან კავშირი არ შეუწყვეტიათ თამარის მოწინააღმდეგე დიდგვაროვან ფეოდალებს, რომელთა შემწეობითაც გაღვივდა აჯანყება სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ (იური ანდრია აჯანყება 1191წ). უფლისწული დაამარცხა თამარის ლაშქარმა. მისივე ბრძანებით იური სრულიად უვნებელი გაუშვიათ.
საქართველოს ერთიანი სამეფოს არსებობის პერიოდში, ქართველი პოლიტიკოსები ცდილობდნენ მოკავშირეების პოვნას მტერთან საბრძოლველად. მოკავშირეები მით უფრო საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც საქართველო დაიშალა სამეფო-სამთავროებად. რუსეთ საქართველოს შორის პირველი დიპლომატიური ურთიერთობა მე-15 საუკუნის ბოლოდან იწყება როდესაც ალექსანდრე კახთა მეფე რუსეთს დახმარებას სთხოვს. 1483 წელს მან ელჩობა გაუგზავნა მოსკოვის დიდ მთავარს ივანეIII-ს. რუსეთი იმ ხანად არც ჩრდილოეთ და არც სამხრეთ კავკასიაში რეალურ ძალას არ წარმოადგენდა, მაგრამ მართლმადიდებელი რუსეთისკენ ერთხელ აღებულ კურსს მიჰყვება იმ დროინდელი საქარველოს ბევრი მეფე-მთავარი. მართლმადიდებლობა უნდა ყოფილიყო იმის გარანტი, რომ რუსეთი გულწრფელად დაეხმარებოდა საქართველოს. ცხადია ასეთი ვარაუდი მოკლებული იყო რეალობას,რუსეთი საქართველოს არასდროს დახმარებია და მართლმადიდებლობასაც მხოლოდ მაშინ ახსენებდა როდესაც რაიმე მიზანი ამოძრავებდა.
1587 წელს საქართველოში ჩამოვიდა რუსეთის ოფიციალური ელჩობა, რომელთანაც მოლაპარაკების შემდეგ 28 სექტემბერს გაფორმდა რუსეთ-საქართველოს პირველი ხელშეკრულება ” ფიცის წიგნი” რომლის ძალითაც კახეთი რუსეთის მფარველობის ქვეშ შევიდა. კახეთის მეფემ ჯვარზე მთხვევით დაადასტურა რომ რუსეთის მტერი მისი მტერიც იქნებოდა, ამასთანავე რუსეთი დაიცავდა კახეთს ყველა მტრისგან. რუსეთს უნდა ჩაედგა ციხეები თერგზე, და კახეთისკენ გზა გაეხსნა, საჭიროების შემთხვევაში კი რუსეთი კახეთს ჯარითაც უნდა დახმარებოდა. 1589 წელს რუსეთის მეფემ კახეთის მეფეს გამოუგზავნა ” წყალობის სიგელი ”. ამით ეს ხელშეკრულება ორივე მხარიდან იქნა დამტკიცებული. რუსეთმა პირობისამებრ იმიერკავკასიაში ციხეები ჩადგა.
XVIII საუკუნის 80-იან წლებში საიმპერატორო კარს აშკარად გაუძლიერდა ინტერესი ამიერკავკასიისადმი. თუკი აქამდე საქართველოს მეფეების თხოვნას კავკასიონის გადმოღმა ქვეყნების საქმეებში აქტიური ჩარევის შესახებ რუსი პოლიტიკოსები მაინცდამაინც დიდის ხალისით არ ეკიდებოდნენ, ახლა საწინააღმდეგო მდგომარეობა შეიქნა. რუსეთმა დაიწყო კავკასიის გზით წინა აზიაში თავისი გავლენის გავრცელების გეგმების შედგენა. ამ გეგმებში ქრისტიანულ საქართველოს ერთ-ერთი უპირველესი ადგილი ეკავა. აქედან გამომდინარე, ერეკლე მეორის კარზე გაახშირეს სტუმრობა რუსმა მოხელეებმა, ელჩებმა, რომლებიც ბეჯითად ურჩევდნენ ქართლ-კახეთის მეფეს რუსეთთან კავშირის აღდგენას და იმპერატორისთვის მფარველობის ოფიციალურად თხოვნას. 1782 წლის ბოლოს კი ერეკლე II-მ ეკატერინე II-ს მიმართა თხოვნით საქართველო რუსეთის მფარველობის ქვეშ აეყვანა. ეს ფაქტი რუსეთის მთავრობის საგარეო პოლიტიკისათვის მეტად სასურველი იყო. 1783 წლის 18 ივლისს გეორგიევსკის ციხესიმაგრეში, წინასწარ შემუშავებული ცერემონიალის მიხედვით, საქართველოს დელეგაცია დიდი ზეიმით მიიღეს. 24 ივლისს ტრაქტატს ხელი მოაწერეს საქართველოს მხრიდან — იოანე მუხრან-ბატონმა და გარსევან ჭავჭავაძემ. ამრიგად, 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატით ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის იმპერიას დაუკავშირდა, როგორც მასზე დამოკიდებული და მის მფარველობაში შესული ქვეყანა. ტრაქტატი ზღუდავდა, მაგრამ არ აუქმებდა ქართლ-კახეთის საგარეო-პოლიტიკურ ქმედითურიანობას. საქართველოში ტრაქტატის გაფორმებას სიხარულით შეხვდნენ,გაიმართა საზეიმო ღონისძიებებიც მაგრამ რუსეთთან დაკავშირებული მოლოდინები ფუჭი აღმოჩნდა რაც მალე დადასტურდა. რუსეთი არ აპირებდა სრულად შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულებები.

1800 წლის 22 დეკემბერს იმპერატორმა პავლე I ხელი მოაწერა ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების მანიფესტს,რითაც უხეშად დაარღვია გეორგიევსკის ტრაქტატი და მოახდინა დამოუკიდებელი სახელმწიფოს, ქართლ-კახეთის ანექსია. ამ დროს მძიმედ ავადმყოფი მეფე გიორგი XII ჯერ კიდევ ცოცხალი იყო მაგრამ რუსეთმა არ ჩათვალა საჭიროთ მისთვის ეცნობებინა ამ მანიფესტის არსებობის შესახებ. .1802 წლის 12 აპრილს გენერალმა კარლ კნორრინგმა სიონის საკათედრო ტაძარს ალყა და საზეიმოდ გამოაცხადა სამეფოს რუსეთთან შეერთება(ანექსია). შემდეგ აიძულა თავადები დაედოთ რუსეთის იმპერატორის ერთგულების ფიცი. ქართლ-კახეთის სამეფო დაიყო 5 ნაწილად და თითოეულის მმართველად რუსი მოხელეები დაინიშნენ.დამპყრობლებმა ასევე გააუქმეს ქართული სამართალი. რუსებმა დაიწყეს ბაგრატიონთა სამეფო ოჯახის წევრების დევნა.
1803 წელს სამეგრელოს მთავარმა რუსეთის ხელისუფლებას მიმართა და მისი ქვეშევრდომი გახდა. 1804 წელს იმერეთის მეფე იზლებული გახდა რუსეთთან გაეფორმებინა «ელაზნაურის ტრაქტატი».ტრაქტატის პირობების მიხედვით:სოლომონ II და მის შთამომავლებს სამუდამოდ უნარჩუნდებოდათ იმერეთის მეფობა,ასევე ადმინისტრაციული და სასამართლო ხელისუფლება უნარჩუნდებოდა სოლომონ II, მაგრამ იმერეთში განლაგდებოდნენ რუსეთის არმიის ნაწილები რომლების დაბინავება და კვება იმერეთის მეფეს უნდა აეღო საკუთარ თავზე. რუსეთმა ამჯერადაც დაარღვია თავისი პირობა, 1809 წელს რუსები შეიჭრნენ იმერეთში და ქუთაისი დაიკავეს.
იმერეთის დაპყრობის შემდეგ რუსეთი გურიაზე გადავიდა და ელაზნაურის ტრაქტატის პირობები მასზეც გაავრცელა, რადგან გურიის სამთავრო იმერეთის სამეფოს ვასალი იყო. 1810 წელს გურიის სამთავროს და რუსეთის იმპერიას შორის გაფორმებული ტრაქტატის მიხედვით,გურია რუსეთის ქვეშევრდომობაში შევიდა. 1828 წელს რუსეთის არმიის ნაწილები გურიაში შეიჭრნენ და სამთავრო გაუქმებულად გამოაცხადეს.
1832 წელს თათარხან დადეშელიანმა სვანეთის მთავარმა მიმართა რუსეთს ქვეშევრდომობის თხოვნით ასევე მოიქცა მისი ძმა-ციოყიც,1833 წელს კი სვანეთი რუსეთის ქვეშევრდომი გახდა. 1858 წელს რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა წერტილი დაესვა სვანეთის დამოუკიდებლობისთვის და მიიღო სამთავროს გაუქმების გადაწყვეტილება,რითაც დაარღვია 1833 წელს დადებული ხელშეკრულება სვანეთის სამთავროს და რუსეთის იმპერიას შორის.
1810 წელს აფხაზეთის მთავრად გამოცხადდა საფარ-ბეგ შარვაშიძე,რომელიც ქართულ-რუსულ ორიენტაციას ემხრობოდა. სამეგრელოსა და გურიის მსგავსად, აფხაზეთსაც თვითმმართველობის სტატუსი მიენიჭა.
საუკუნეების განმავლობაში რელიგია მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს ისტორიაში, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ბუნებრივად იყო საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის ერთერთი უმთავრესი ფლაგმანი, აქედან გამომდინარე იმპერიას სურდა ეს დაბრკოლება საქართველოს სრული ანექსია-ასიმილაციის პროცესში მოეშორებინა. 1811 წელს იმპერატორმა ალექსანდრე I-მა საქართველო იძულებით დაატოვებინა ანტონ II ხოლო ავტოკეფალია გაუქმებულად გამოაცხადა. ეს უპრეცედენტო შემთხვევა იყო საქართველოს ისტორიაში,მსგავსი რამ ოსმალეთის და სპარსეთის იმპერიებსაც კი არ ჩაუდენიათ. ასერომ რუსეთის მართმადიდებლობას საქართველოს დაპყრობაში ხელი არ შეუშლია.

Facebook Comments