გიორგი მარგველაშვილი 750$-ით დააჯარიმეს

0
931
loading...

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მარტში, აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის დროს დააჯარიმეს. მას ჯარიმა სასტუმროში სიგარეტის მოწევის გამო გამოუწერეს. ამის შესახებ „იმედის კვირა“ გაზეთ Primetime-ის მიერ მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

არსებული ცნობით, პრეზიდენტი 750 დოლარით დააჯარიმეს.

ჟურნალისტი ქეთი ხატიაშვილი იმ დოკუმენტებს ასაჯაროებს, რომლითაც მისი თქმით, დგინდება, რომ საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო თანხებს არამიზნობრივად ხარჯავდა.

„სხვადასხვა წყაროდან გვაქვს ინფორმაცია, რომ სხვა შემთხვევებიც არის… არის საუბრები, რომ თითქოს მარგველაშვილიც გამოჩნდა ნასვამ მდგომარეობაში, უბრალოდ ეს დადასტურებლად არ ვიცით ჯერ. თუ ჩაგვივარდა ამის რაიმე დამამტკიცებელი დოკუმენტი, ვიდეო ან რამე სხვა, ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, გამოვაქვეყნებთ”, – ამბობს ჟურნალისტი.

დოკუმენტები, რომლითაც ჩანს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია სასტუმროს ჯარიმას ბიუჯეტიდან იხდიდა, უცნობი არ არის პრეზიდენტის პროტოკოლის ყოფილი უფროსისთვის. კარლო ცქიტიშვილი ადასტურებს, რომ პრეზიდენტის გარკვეულ ხარჯებს პროტოკოლი ფარავს (ექსტრა ხარჯებს).

„იმედის კვირის“ ცნობით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი ადმინისტრაცია საჯარო ბრალდებებს არ პასუხობენ.

2018 წლის მაისში პრეზიდენტის მისამართით ბრალდების საგანი გახდა მისი სამივლინებო ხარჯები. გასული წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა, საზღვარგარეთ მივლინებებში, 200 ათასამდე ლარი დახარჯა.

Facebook Comments