„2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომი დაიწყო რუსეთმა!“

0
895
loading...

„1. 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომი დაიწყო რუსეთმა!
2. პროვოკაციის წამოეგო და ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად დაიწყო საქართველომ.
3. რუსეთ–საქართველოს შორის ომის დამწყებად სააკაშვილის წარმოჩენა, ნიშნავს საქართველოს დადანაშაულებას, რადგან სააკაშვილი მაშინ საქართველოს წარმოადგენდა, ისევე როგორც სხვა ქვეყნის მეთაურები წარმოადგენენ თავიანთ სახელმწიფოებს. საკუთარი ქვეყნის აგრესორად წარმოჩენა კი ძალიან ცუდი შედეგების მომტანია.
4. ტალიავინს დასკვნაში არ უწერია რომ ომი საქართველომ დაიწყო, არამედ უწერია რომ პროვოკაციას წამოეგო, ეს სხვადასხვა რამეა.
5. საქართველოს ისევე როგორც სხვა ქვეყანას, აქვს უფლება საკუთარი ტერიტორიები დაიბრუნოს სამხედრო გზით, ოღონდ არა ისე გაუაზრებლად, როგორც ეს სააკაშვილმა გააკეთა და ქვეყანას დაკარგული ტერიტორიების ფასად დაუჯდა!“

წერს ზვიად ტომარაძე თავის ფეისბუქ გვერზე

Facebook Comments