„მაგრამ ისეთი სუსტი ხარ, ვერც ამაზე შემედავები, ვერ მეტყვი რატომ მაკადრეო?“

0
2638
loading...

სახელმწიფოში იდეოლოგიის არსებობის აუცილებლობა ცოტას თუ ესმის. რატომ ვერ შედგა საქართველო სახელმწიფოდ? იმიტომ რომ არ არსებობს საზოგადოება! ხალხი ქმნის სახელმწიფოს და არა სახელმწიფო ხალხს. ამ მოსაზრებას ვიცი რომ დაეთანხმე ახლა, მაგრამ იმას დაეთანხმები თუ არა ეგ არ ვიცი, რომ შენ ძალიან სუსტი და ლაჩარი ხარ. შენი უმოქმედობით მივიღეთ ის, რომ ქართველი კაცი იჩაგრება ჩვენს ქვეყანაში. რამ განაპირობა ეს, თუ არა იმან, რომ შენ ექცევი ქვეყანასაც და იქ მცხოვრებ ხალხსაც გულგრილად. გუშინ ეკლესია შეგიბილწეს, მაგრამ შენ მამაო გააკრიტიკე ჯიპის გამო; დღეს ქართველი დაგიჩაგრეს, მაგრამ შენ ის თქვი, რომ მან მიზეზი მისცა იმისა, რომ უცხოელ „სტუმარს“ ასე ემოქმედა. პრაქტიკულად საქმე სხვა რამეშია: შენ ხარ სუსტი ინდივიდი, რომელსაც კომპლექსი სტანჯავს. ხედავ, მე როგორ ვბრძოლობ საკუთარი ერისთვის, როგორ ვიბრძვი საერთო კეთილდღეობისთვის და არა საკუთარი მიზნებისთვის, მაგრამ შენ მიყურებ, განა არ მოგწონს ეს ყველაფერი, მაგრამ სუსტი ხარ და შენი სისუსტე რომ გადაფარო, მე სიგიჟედ და უაზრობად მითვლი ეროვნულ საქმეს. ახლაც ხედავ, თუ როგორ კულტურულად დაგასხი თავს ლაფი და…. მაგრამ ისეთი სუსტი ხარ, ვერც ამაზე შემედავები, ვერ მეტყვი რატომ მაკადრეო. დიახ, შენ ჩუმად ხარ, შენს შვილსაც ასეთივე ლაჩარს აღზრდი, რომელსაც ეროვნული იდეალებისკენ სწრაფვა კი არა, არამედ რუსი ნატაშების დაკერვას ასწავლი. ხშირ შემთხვევაში არის ფაქტები, როდესაც აპოლიტიკურობით ხსნით საკუთარ საქციელს. ესეც ერთ-ერთი მექანიზმია იმისა, რომ საკუთარი გაკოტრებული სული გაამართლო.
ისე, არც თუ ისე შორსაა ის დრო, როდესაც მოხდაება მასათა გადაფასება, სადაც თქვენ კვლავაც მენტალური მონები იქნებით! საკუთარი ერისთვის არ მზრუნველ ადამიანს, რატომ გაქვს პრეტენზია კარგ ცხოვრებაზე?
მოკლედ, ასეა ეს საქმე, ჩვენ ყველა ერთად ვქმნით ძლიერ და ჯანსაღ სახელმწიფოს, მაგრამ ვერ შევქმნით ამას, სადაც არ არის ნაციონალიზმი მთავარ იდეოლოგიად.

ირაკლი მილაძე

Facebook Comments