დასაკარგი და ჩასარეცხი ქართველები არ გვყავს, გავერთიანდეთ!

0
678
loading...

ჩვენ დასაკარგი და ჩასარეცხი ხალხი არ გვყავს! უნდა დავასრულოთ იმისტობა და ამისტობა. 30 წლიანმა გამოცდილებამ დაგვანახა, რომ პოლიტიკოსები ფიქრობენ კარიერაზე და არა სამშობლოზე. დღესაც ორად არის საზოგადოება გახლეჩილი, რომლებიც ერთმანეთს უშვერი სიტყვებით მიმართავენ. ხდება დაპირისპირება იმის გამო, რომ ნაწილისთვის სააკაშვილია მესია, ნაწილისთვის კი ივანიშვილი. ნუ ვიტყუებთ თავებს და რეალობა დავინახოთ. ჩვენ იარაღი ვართ მათთვის. ყველამ კარგად იცის, თუ როგორ სიამტკბილობენ ქოც-ნაცები ერთმანეთში. ქვეყანა ქვეყანას აღარ ჰგავს. თავს დაგვასვეს ყველა ერის და რჯულის წარმომადგენელი. ქართველი კაცის უგლება მეორე ხარისხოვანია. დღეს თუ იჩაგება ჩვენს ქვეყანაში ვინმე, ეს ქართველია. ერთად ვუთხრათ არა ამ არაფრისმაქნის, ანტიეროვნულ პოლიტიკოსებს, რომელთა მიზანიც ერის დაპირისპირებაა.

ხომ ვთანხმდებით იმაზე, რომ ქართული მიწა არ უნდა გაიყიდოს, ერთსქესიანთა ქორწინება არ უნდა მოხდეს, კაზინოები ვნებს საზოგადოებას, მედია იდეოლოგიურად გვებრძვის, ეს პოლიტიკოსები კი ამ ყველაფრის დაკანონებით არიან დაკავებული. მათი ნამოქმედარია ეს ყოველივე და აბაცრატომღა ვუჭერთ მხარს, რატომ ვლანძღავთ ერთმანეთს? განა იმდენი ვართ რომ ასე გავუსწორდეთ სისხლსა და ხორცს?

„ეროვნული ძალა“ (სტუდენტური მოძრაობა) ორიენტირებულია ჭეშმარიტი ქართული იდეოლოგიის გავრცელებაზე, რაც, მამულზე, ენაზე და სარწმუნებაზე იქნება აგებული.

უფალი იყოს ჩვენი შემწე ამ წმინდა საქმეში.

„ეროვნული ძალა“

Facebook Comments