გიორგი ჯანაძის ბლოგი: „ინტერნეტში აქტიურად ვრცელდება თურქული პროპაგანდა“

0
714
loading...

ქუთაისელი ახალგაზრდა გიორგი ჯანაძე საინტერესო ბლოგს გვთავაზობს.

„თურქული პროპაგანდა აქტიურდება.

ინტერნეტში აქტიურად ვრცელდება თურქული პროპაგანდა. ამ პროპაგანდას ავრცელებენ უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებში მომუშავე სამშობლოს გამყიდველი ნაძირლები, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ უკანალი მოწმინდონ თურქეთს და მისი ბრალეულობა საქართველოსთან მიმართებაში გააქრონ. ეს ხალხი არც ისტორიკოსები არიან, არც რაიმე ცოდნა აქვთ ისტორიაში და მეეჭვება საერთოდ განათლებასთან ან აზროვნებასთან რაიმე კავშირი ჰქონდეთ.

განვიხილოთ მათი პროპაგანდისტული პუნქტები

1) ის მიწები რომლებსაც თურქეთის მიერ “ოკუპირებულს” ეძახიან რეალურად საბჭოთა რუსეთმა გადაულოცა და გადაუფორმა თურქეთს 1922 წელს.

-სინამდვილეში 1921 წელს რუსეთი და თურქეთი შეთანხმდა საქართველოს გაყოფაზე. თურქეთი ითხოვდა ართვინს, არდაგანს და აჭარას, დანარჩენ საქართველოს კი რუსეთი მიიღებდა. რუსეთის თავდასხმიდან რამოდენიმე დღეში, თურქეთი თავს ესხმის საქართველოს და მათი ჯარები იკავებს ართვინს, არდაგანს და აჭარას. სტალინი წინააღმდეგი იყო აჭარის თურქეთისთვის დათმობაზე, ამის შესახებ წერილობითი წყაროც არსებობს არქივში თავად სტალინის დაწერილი. რუსეთის ხელისუფლება სთავაზობს გენერალ მაზნიაშვილს, შევიდეს მისი ჯარებით აჭარაში და იქედან თურქები განდევნოს, რადგან რუსეთის ჯარების შეყვანა აჭარაში, გამოიწვევდა რუსეთ-თურქეთის ომს, ამისთვის კი რუსეთი მზად არ იყო. მაზნიაშვილი დათანხმდა და ქართულ ჯარით და აჭარელ პატრიოტების დახმარებით, დაამარცხა თურქები და მთლიანად გაწმინდა აჭარა თურქი დამპყრობლებისაგან.

2) თურქეთსა და საქართველოს შორის დღეს არსებული საზღვრები სცნო და აღიარა საქართველოს ყველა ხელისუფლებამ – გამსახურდიამ, შევარდნაძე, სააკაშვილმა და დღევანდელმაც. რანაირი ოკუპანტი გამოდის ასე?

–ეს არის წარმოუდგენლად ბრიყვული მსჯელობა, თუ შეიძლება ამას საერთოდ მსჯელობა დაერქვას. რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს პრეზიდენტმა რა სცნო? თუ კი საქართველოს პრეზიდენტი აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობას ცნობს, მაშინ რუსეთი ოკუპანტი აღარ იქნება? ან რა არჩევანი ჰქონდათ საქართველოს პრეზიდენტებს, იმის გარდა, რომ ეს ტერიტორიები არ ეცნოთ? მაშინ იძულებული იქნებოდნენ, ომი დაეწყოთ თურქეთის წინააღმდეგ.

3) ეს საზღვრები აღიარებულია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერაც (გაეროდან დაწყებული).

–რა მნიშვნელობა აქვს რა ცნო გაერომ? თუ კი გაერო აფხაზეთს და სამაჩაბლოს ცნობს, მაშინ ამით ოკუპაციის ფაქტი იცვლება? ჩვენი სამშობლო გაერო კი არა საქართველოა, რომელსაც 3000 წლოვანი ისტორია აქვს და მისი ისტორიული ტერიტორიები ოკუპირებულია ყველა მეზობლის მიერ.

4) თურქეთი ერთადერთი მეზობელია, რომელთანაც საზღვრები ზუსტად დემარკირებული, დელიმიტირებული და კარგად დაცულია.

–ამას ქვევით ვუპასუხებ, შემდეგი პუნქტის პასუხიც ამას ემთხვევა და ერთად გავცემ პასუხს.

5) თურქეთის რესპუბლიკას საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ (1991 წლიდან) არ დაურღვევია არც ერთი (!) ხელშეკრულება საქართველოსთან და მისი ერთ-ერთი საიმედო პარტნიორია ამ მხრივ. ამასთან თურქეთის მხარე ყოველთვის აძლევს ხმას საქართველოს და მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ რეზოლუციებს. (არც საქართველოს წინააღმდეგ აძლევს და არც თავს იკავებს).

6) ოსმალეთის იმპერია და თურქეთის რესპუბლიკა არ არის ერთიდაიგივე სახელმწიფო, არ არის მისი სამართალმემკვიდრე. მით უმეტეს პარალელის გავლება უფრო ძველ სელჩუკებთან დიდი უვიცობა და მარაზმია.

–კიდევ ერთი სიბრიყვე, “ოსმალეთის იმპერია და დღევანდელი თურქეთი სხვა სახელმწიფოებია, თურქები შეიცვალნენ, ბლა ბლა ბლა”. ჯერ ერთი, სახელმწიფოს სახელი შეიცვალა, თორე ხალხი კი არ გამოცვლილაა. სელჩუკები და თურქები ერთი და იგივე ხალხია. ამ შტერის ლოგიკით, არც რუსეთის იმპერია და რუსეთი არაა ერთი და იგივე სახელმწიფო და გამოდის რუსეთი უდანაშაულო ყოფილა თურმე, მის წარსულ დანაშაულზე.

7) თურქეთის ელჩებმა, მთავრობის მეთაურებმა და ა.შ. არაერთხელ განაცხადეს რომ არანაირი ტერიტორიული პრეტენზია საქართველოსთან არა აქვთ და არც ბათუმს “ითხოვენ”, მეტიც მათ აღნიშნეს რომ ეს რუსეთის პროპაგანდაა. (არსებობს ინტერვიუები ნეტში).

–ვაა, თურქეთი აღიარებს თურმე საქართველოს თანამედროვე საზღვრებს და არანაირი პრეტენზია არ ჰქონია საქართველოს მიმართ. აღიარებს თურქეთი საქართველოს ამ საზღვრებში აბა რა იქნება; რაც უნდოდა, ტაო-კლარჯეთი და ლაზეთი კი დაიპყრო და რატო არ აღიარებს? მასე რუსეთიც აღიარებს საქართველოს აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე და სხვა ტერიტორიული პრეტენზიები არ აქვს, ხო მაგარი ლოგიკაა? მადლობელი უნდა ვიყოთ თურქების რომ კიდე ტერიტორიული პრეტენზიები არ ჰქონია თურმე. რაც შეეხება, თურქების მიერ სალონიკის, ბათუმის და ალეპოს დაბრუნებაზე განცხადებას, ეგ ინფორმაცია ბერძნულმა მედიამ გააჟღერა.

8 ) რუსებმა ქართული ეკლესიები გადაღებეს, ფრესკები და ქართული წარწერები წაშალეს. თურქეთში ამწუთასაც მიმდინარეობს ორი ქართული ეკლესიის აღდგენითი სამუშაოები (ოშკის, და პარხალის), ხოლო იშხანის რესტავრაცია დასრულდა. კი ბატონო ადრე თურქებიც ანგრევდნენ ქართლ ეკლესიებს, მაგრამ ის დრო 100 წელზე მეტია წავიდა და ამ აბზაცში მოყვანილი ფაქტები მიმდინარეობს ახლა!

–ქართული ეკელსიების აღდგენით სამუშოებზე ინფორმაცია არ მაქვს, რამდენი წელია უკვე ქართული მხარე ეკლესიების რესტავრაციის უფლებას ითხოვს და თურქეთი უარეს ეუბნება და სანაცვლოდ აჭარაში მეჩეთის მშენებლობას ითხოვს, როცა აჭარაში 200-ზე მეტი მეჩეთი მოქმედებს. ყველაზე მეტად რასაც ლიბერალები ებრძვიან, სწორედ ეკლესია, რელიგია და პატრიარქია. ღიმილის მომგვრელია მათი ფარისევლური „წუხილი“ კირით გადაღებილ ეკლესიებზე. თურქები ეკელსიებს კირით კი არ ღებავდნენ და არემონტებდნენ, ანგრევდნენ და ქრისტიანებს ეკლესიის წინ თავებს აჭრიდნენ. ასი წელი კი არა, ათასი წელიც რომ გავიდეს, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას და ეს ქმედება უნდა შეფასდეს გენოციდად. რა მნიშვნელობა აქვს რამდენი წელია გასული. აფხაზეთის ომიდან 25 წელი გავიდა და კიდევ მრავალი წელი გავა, მაგრამ ეს ბოროტება არასოდეს მიეცემა დავიწყებას, ისევე როგორც თურქების დანაშაული ქართველი ერის წინაშე !“

Facebook Comments