ვის არ სურს აფხაზეთის დაბრუნება და რატომ? – იხილეთ აქ!

0
1059
loading...

საქართველო უდიდესი გამოწვების წინაშე დგას. იშვიათად თუ მდგარა საქართველო ასეთი მნიშვნელოვანი მომენტის წინაშე. სერგეი შამბამ უკვე მრავალჯერ განაცხადა, რომ არის აფხაზეთიდან დაინტერესება საქართველოს მიმართ. სერგეი შამბა აღნიშნავს, რომ ისინი მზად არიან დიალოგისთვის ქართულ მხარესთან. რამდენიმე დღის წინაც განაცხადა, რომ აფხაზეთი დიდი უბედურების წინაშე დგას. არც ის გამორიცხა, რომ შესალოა მუხლებზე დამდგარი შეეხვეწოს საქართველოს და რუსეთს შეერთებისთვის. მგონი პატარა ბავშვიც მიხვდება ამ ირიბ ნათქვამს, თუ რისი თქმა სურდა შამბას. პირდაპირ ვერ იტყვის, რომ საქართველოს უნდა შეუერთდეს აფხაზეთი, ამიტომ მინიშნებას აძლევს საქართველოს მთავრობას. მოქმედება ნულია მთავრობიდან. მათ არ სურთ აფხაზეთის დაბრუნება, თორემ პატრიოტი ხელისუფალი პირველივე დღეს დაგეგმავდა შეხვედრას და დასახავდა სამოქმედო გეგმას.
სად არიან არასამთავრობოები და „ძალა ერთობაშია“-ს პოპულისტი წევრები? სად არის დავით ქაცარავა, ეს გრანტიჭამია! კასპის მერს რომ მიუვარდა კაბინეტში და რუსეთუმეს ეძახდა, თავად ვინ არის და რას წარმოადგენს?! ხმამაღლა რომ ყვიროდა: „თუ დამაკარგვინებ საზღვარგარეთიდან ჩარიცხულ გრანტებს, მერე ნახე რა მოგივა.“ აი ეს ხალხი ხმას რომ არ იღებს, არ გიკვირთ? მათი მისია ყვირილია მხოლოდ და უარაპატრიოტიზმი. მათი გაკეთებული საქმე მითხარით ხალხო, გარდა ინტრიგისა. ლაშა ბერულავამ, ნაცსექტის წევრმა რა უნდა გააკეთოს სამშობლოსთვის? რუსეთს ოკუპანტს ეძახიან და ეს გონიათ პატრიოტიზმი. იციან, რომ არაფერი გამოვა ჩხავლით, მაგრამ მაინც ყვირიან, რადგან მეტ ყვირილს მეტი გრანტი მოსდევს. ამიტომ არ აწყობთ სიტუაციის მოგვარება, რადგან მათ საქმე აღარ ექნებათ და დარჩებიან მშივრები.
აი ბატონებო, აგერ შამბა და აგერ ჩვენ. ისტორიული მომენტი დგას ქვეყანაში, მაგრამ ვის ადარდებს სამშობლო?
27 სექტემბერს სტუდენტური მოძრაობა (ეროვნული ძალა) ჩავდივართ ენგურის ხიდზე და პატივს მივაგებთ დაღუპულ ქართველ მებრძოლებს! (სოხუმის დაცემის დღეა) ასევე მოვუწოდებთ აფხახეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს: მობრძანდით 27 სექტემბერს ენგურზე და ხელი ჩამოვართვათ ერთმანეთს. ჩვენ გავხდეთ ხიდი, იმ წარსულის აღდგენისა, რომელიც რუსეთმა და მოღალატე პოლიტიკოსებმა ჩაამტვრიეს. მოდით და შევფიცოთ ერთმამეთს, რომ ჩვენ ტყვიას აღარასდროს ვესვრით ერთმანეთს. გავაანალიზოთ, რომ საერთო მტერი რუსეთი და ლიბერალური სამყარო ერთადაა.
ვისაც სურვილი გაქვთ ამ მოძრაობას შემოუერთდეთ, მოგვწერეთ პირადში.
ირაკლი მილაძე

Facebook Comments